top of page

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნება

Writer: ATS SchoolATS School

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაბა გუდაურში გაიხსნება და უზრუნველყოფს ნაციონალური სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის და მთასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე პროფესიების სრული სპექტრისთვის.

სკოლა მოამზადებს საფეხმავლო და სამთო გამყოლებს, სათხილამურო ინსტრუქტორებს, სასიმაღლო სამუშაოების და საზვავე უსაფრთხოების სპეციალისტებს, ასევე განხორციელდება სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და სერტიფიცირება.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ითანამშრომლებს სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA/UIGAM/IVBV), ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ფედერაციებთან (შვეიცარიის სამთო გამყოლთა ასოციაცია, გერმანიის სამთო გამყოლთა ასოციაცია, კანადის სამთო გამყოლთა ასოციაცია) და ანალოგიური პროფილის პროფესიულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი - TUM, საფრანგეთის თხილამურების და ალპინიზმის ნაციონალური სკოლა - ENSA, და ა.შ.).

შედეგად, რეგიონში გაჩნდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაადგენს უსაფრთხოების, მომსახურების და კომპეტენციის მაღალ სტანდარტებს, უზრუნველყოფს ახალგაზრდების წახალისებას მაღალანაზღაურებადი, გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით ეროვნულ, რეგიონულ და საერთშორისო შრომის ბაზრებზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხო და ხარისხიანი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.

 
 
 

Comments


ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page