top of page

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

Writer's picture: ATS SchoolATS School

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. მან გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს აგრეთვე მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

„2800 მეტრის სიმაღლეზე ოფიციალურად გაიხსნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალურ გახსნაზე.

გახსნის ოფიციალური ცერემონია სკოლის პირველი კურსდამთავრებულებისთვის (30-მდე სათხილამურო გამყოლის, საფეხმავლო გამყოლისა და სამთო გამყოლის) სერტიფიკატების გადაცემით და სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დასრულდა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე შრომის საერთაშორისო ბაზარზე.


5 views0 comments

Comments


ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page