top of page
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლებისა სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ.

 

2021 წლიდან „სამთო გამყოლთა ასოციაცია“ არის სამთო გამყოლთა  ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი, ხოლო  სკოლის სამთო გამყოლის პროგრამამ  მიიღო საერთაშორისო აღიარება. საქართველოში დიპლომირებულ  სამთო გამყოლებს აქვთ შესაძლებლობა აწარმოონ პროფესიული საქმიანობა IFMGA-ს წევრ 25 ქვეყანაში. დაწყებულია „მთის ლიდერთა  საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA)“ გაწევრიანების  პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლა ნერგავს საფეხმავლო  გამყოლის კურსის საერთაშორისო სტანდარტს საქართველოში. ასევე, საფრანგეთის ალპინიზმის და  თხილამურების  ეროვნულ სკოლასთან (ENSA) და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ მუშაობს ახალი სათავგადასავლო პროფესიების დანერგვასა და განვითარებაზე. 

 

სკოლას აქვს საწვრთნელი ბაზები გუდაურსა და დუშეთში, გეგმაშია  სამთო ქოხების მშენებლობა ყაზბეგსა და სვანეთშიც. განათლების  სამინისტროსთან პარტნიორობით და გერმანიის მთავრობის  ხელშეწყობით,  სკოლა ავითარებს საერთაშორისო ტურიზმის კოლეჯ - პანსიონს დუშეთში, რომელიც  ახალგაზრდებს შესთავაზებს სათავგადასავლო ტურიზმის,  სტუმართ-მასპინძლობისა და მომიჯნავე სფეროების, სხვადასხვა  საფეხურის პროფესიულ და სასერთიფიკატო პროგრამებს. ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი იქნება ერთ-ერთ ყველაზე  კონკურენტული პროფესიული სასწავლებელი შავი და კასპიის ზღვების  რეგიონებში, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ  გაძლიერებას და ქვეყანაში ხარისხიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას.

სკოლის მისია

ა(ა)იპ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ მისიაა საქართველოს ტურისტულ რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა. ეს მიიღწევა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებით.

სკოლა აღიარებს პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინტერესების პრიორიტეტულობას და ხელს უწყობს ისეთი პროფესიონალების მომზადებას/განვითარებას, რომლებიც აფასებენ, იცავენ და მხარს უჭერენ ქვეყნის ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, აგრეთვე უზრუნველყოფენ ბუნებრივი და მატერიალური რესურსების მდგრად გამოყენებას, ხოლო სტუმრებისთვის/ ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს, კომფორტს და მაღალი დონის მომსახურებას.

 

დამატებით, „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ ქმნის და ავითარებს ახალგაზრდების პროფესიული და სოციალური გაძლიერების ეკოსისტემას, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზრდილებს სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც მათ საკუთარი უნარებისა და პოტენციალის გამოვლენის და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ეკოსისტემა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან პროფესიულ, სოციალურ და პიროვნულ ზრდას, რაც ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ უსაფრთხო, ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

imgi_22_closing-background-BBsCWx9k.jpg

სკოლის ხედვა

ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ხედვაა, 2032 წლისთვის, ჩამოყალიბდეს ქვეყნის წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობით, მოამზადებს სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. სკოლის საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასა და ტურიზმის სფეროს მდგრად წინსვლაში. შესაბამისად, სკოლის მიზანია საქართველოს მთიან და სოფლად მცხოვრებ ათასობით ახალგაზრდას შესთავაზოს განვითარების თანმიმდევრული გზა:

·       ძირითადი კომპეტენციებიდან საერთაშორისო სტანდარტებამდე და აღიარებულ სერთიფიკატებამდე;

·       საბაზისო უნარებიდან უმაღლესი კლასის, მაღალანაზღაურებად პროფესიულ შესაძლებლობებამდე;

·       დაბალანაზღაურებადი სამუშაოებიდან მაღალშემოსავლიან და პერსპექტიულ სამუშაო პოზიციებამდე;

·       დასაქმებულობიდან თვითდასაქმებამდე;

·       სოციალური იზოლაციიდან აქტიურ მოქალაქეობამდე;

·       დამოკიდებულებიდან თავისუფლებამდე.

სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების შექმნა-განვითარებით, სკოლა ხელს შეუწყობს საქართველოს მთიანი რეგიონების ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის განმტკიცებას. მისი საქმიანობის შედეგად, სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების გამყოლები და ინსტრუქტორები მოიპოვებენ საერთაშორისო აღიარებას და გახდებიან შესაბამისი პროფესიული ასოციაციების (UIMLA, ASCIA, IFMGA Canyoning და სხვა) წევრები.

 

სკოლა მოამზადებს სპეციალისტებს იგივე წარმატების მოდელით, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს სამთო გამყოლების საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ინტეგრირება, IFMGA-ში ქვეყნის გაწევრიანება და სკოლის დიპლომის საერთაშორისო სერტიფიკატის სტატუსით დამკვიდრება.

ა(ა)იპ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ ხედვა ემყარება ევროპულ მრავალწლოვან გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც მთიან ქვეყნებში სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიები წარმოადგენენ ძლიერი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტს - განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლად გარემოში ცხოვრობენ.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

ღირებულებები

1.     პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება - გამორჩეული პროფესიული სტანდარტები, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ეთიკური საზღვრების პატივისცემა.

2.     უსაფრთხოების უზენაესობა - პროფესიული სტუდენტების/მსმენელების, საწარმოო პრაქტიკის სტუმრების/ვიზიტორების და ექსპერტების უსაფრთხოება - როგორც ძირითადი ინსტინქტი და არა როგორც ფორმალური პროცესი.

3.     პასუხისმგებლობა ბუნებისა და საზოგადოების წინაშე - საქართველოს ბუნებრივი და სოციალური გარემოს პატივისცემა, დაცვა და სწორი გამოყენება.

4.     სამართლიანობა და ტოლერანტობა - არადისკრიმინაციული, ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ადამიანს აქვს განვითარების შანსი.

5.     ინოვაცია და უწყვეტი განვითარება - სწავლის, სწავლების და მუშაობის მუდმივი გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების დანერგვა.

6.     გუნდის ძალა და კოლექტიური ზრდა - თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება - როგორც სკოლის, ასევე თემების დონეზე.

7.     საჯაროობა და გამჭვირვალობა - მუშაობის ღია და სანდო სტილი, მკაფიო ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესები.

8.     ეთიკისა და ქცევის კოდექსის დაცვა - სკოლის თითოეული წევრი ემორჩილება ქცევის სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს პროფესიონალურ, სოციალურ და ადამიანურ საქციელს.

ქრონოლოგია

სკოლის დაარსებას წინ უძღოდა საქართველოში ა(ა)იპ „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის“ მრავალწლიანი მიზანმიმართული მოღვაწეობა სამთო ტურიზმის განვითარებისათვის.

1991-1993

  • 1991 წელს შეიქმნა საქართველოს საგამყოლო სამსახური; 1991 - 1993 წწ. შვეიცარიის სამთო გამყოლთა ასოციაციის და საქართველოს მხარის ხელშეწყობით შვეიცარიაში მომზადება გაიარა და სამთო გამყოლის სერთიფიკატი მოიპოვა რამდენიმე ქართველმა მთასვლელმა;

1993-1998

  • 1993 წელს, შვეიცარიულ სამთო-საგამყოლო ინდუსტრიის გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში შეიქმნა “საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლა”. 1994 წელს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დაფუძნდა “საქართველოს სამთო გამყოლთა სახელმწიფო სკოლა”; 1998 წელს შეიქმნა “საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია”. 1993 - 2015 წწ. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, სამთო გამყოლთა სკოლა შცეიცარიის და გერმანიის სამთო გამყოლთა ასოციაციების, საერთაშორისო ორანიზაციების, სახელმწიფოს და საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერით ატარებდა სამთო საგამყოლო პროფესიის მოსამზადებელ კურსებს. განვლილი წლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოში დამკვიდრდა საგამყოლო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები, საქართველომ მოიპოვა მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო სამთო-საგამყოლო ინდუტრიაში, მომზადდა და გადამზადდა ასობით სამთო ტურიზმის გამყოლი;

2010

  • 2010 წ.წ. ილიაუნიში დაინერგა საბაკალავრო პროგრამა „სამთო გამყოლი“.

2007-2010

  • 2010-2016 წ.წ. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიცირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობით დაიწყო მთის ტურიზმის პროფესიების სტანდარტიზება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა 4 ეროვნული პროფესიული სტანდარტი, დაიწერა შესაბამისი მოდულური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამები ჩარჩო დიკუმენტზე დაყრდნობით.;

2015

  • 2015 წელს, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიცირებით და მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და მონაწილეობით შეიქმნა “მთის ტურიზმის განვითარების ინიციატივა”, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა საგამყოლო ინდუსტრიის განვითარების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭა პროფესიული განათლების მიმართულებას;

2015

  • ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ათწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ და მოიპოვა აშშ მთავრობის ათასწლეული გამოწვევი ფონდის გრანტი;

2018

  • 2018 წელს, სამთო გამყოლების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის სამთო გამყოლთა ასოციაციების ერთობლივი კურსები;

2019

  • 2019 წელს ასოციაციამ გახსნა პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა მესტიაში;ასოციაცია გახდა მესტიის მიმართულების მენეჯმენტის ორგანიზაციის დამფუძნებელი;

2019

  • რეფორმირდა საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია - შეიქმნა პროფესიული კლასტერები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, 5- ჯერ გაიზარდა ასოციაციის წევრთა რაოდენობა;

2019

  • 2019 წელს ასოციაციამ გახსნა პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა მესტიაში;ასოციაცია გახდა მესტიის მიმართულების მენეჯმენტის ორგანიზაციის დამფუძნებელი;

2020

  • სსსგა გახდა  გამყოლთა საერთაშორისო ფედერაციის წევრობის კანდიდატი;

2021

  • ასოციაციის გამგეობის წევრი და სკოლის ექსპერტი ილია ბერულავა მიწვეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის სამთო გამყოლთა კურსებზე, რომელიც მან წარმატებით გაიარა და მიიღო სამთო გამყოლის საერთაშორისო სერთიფიკატი;

2022

  • საერთაშორისო პარტნიორებთან, ინდუსტრიასთან და ხელისუფლებასთან კონსულტაციებით და შვეიცარიის მთავრობის დახმარებით შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი სამთო ტურიზმის პროფესიების სწავლების და აღსრულების რეგულირების თაობაზე;

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page