
თხილამურებით სრიალის
მასწავლებელი
I საფეხური


თხილამურებით სრიალის მასწავლებელი
I საფეხური
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
48 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
15 დეკემბერი - 30 იანვარი
(გთხოვთ ოფიციალური რეგისტრაცია გაიაროთ EMIS-ის ბაზაში)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 1 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 2 კვირა (80 სთ)
ლოკაციები:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი.
განმახორციელებელი პარტნიორები:
შპს ემ თი ეი
პროგრამის ღირებულება:
სწავლების საფასური თანადაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება გადაიხადოს 1000 ლარი. ასევე დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია პრაქტიკოსი თხილამურებით სრიალის მასწავლებლებისთვის რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ სწავლების მეთოდოლოგია და გახდნენ პროფესიონალი თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორები. სწავლება ხორციელდება ზამთრის კურორტების (მესტია, ბაკურიანი, გოდერძი) სათხილამურო ტრასებზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამა ითვალისწინებს თხილამურებით სრიალის მასწავლებლისთვის ისეთი აუცილებელი კომპეტენციების შესწავლას, როგორიცაა: პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; თხილამურებით სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა; თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შედგენა „მწვანე“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალის სწავლება „მწვანე“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალი „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, 80 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დამთავრების შემდეგ, კურსდამდავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად "მწვანე" კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე თხილამურებით სრიალის სწავლებას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ტურისტზე ზრუნვის, კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე, სათხილამურო სკოლაში, ტურისტულ კომპანიაში.
თხილამურებით სრიალის 1 საფეხურის სტატუსის მქონე მასწავლებლის საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ „მწვანე“ კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე.

#გახდითხილამურისინსტრუქტორი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
თხილამურებით სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა
სწავლის შედეგი 3
თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შედგენა „მწვანე“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
სწავლის შედეგი 4
თხილამურებით სრიალის სწავლება „მწვანე“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე


