სასიმაღლო სამუშაოების უსაფრთხო პრაქტიკა
III საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი III საფეხური
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
8 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
2025 წელი
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
2 კვირა ( 50 სთ)
ლოკაციები:
მესტია
განმახორციელებელი პარტნიორები:
ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
შპს მთის გიდების ოფისი
პროგრამის ღირებულება:
კურსის ღირებულება: სწავლის საფასური თანადაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება გადაიხადოს 2 200 ლარი; ასევე დაფაროს საკუთარი კვების, ცხოვრების და ტრანსპორტირების ხარჯები.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია სასიმაღლო სამუშაოების პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის.
სამონტაჟო, სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოების წარმოება „ინდუსტრიული ალპინიზმის“ მეთოდით, გულისხმობს სერვისის მიწოდებას თოკებით და სპეციალური აღჭურვილობით.
პროგრამა შექმნილია სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFGMA) მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით და საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით.
კურსზე ისწავლება: პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები; უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება; შეცდომის აღმოჩენა დამოუკუდებლად; საფრთხის იდენტიფიკაცია და რისკის შეფასება; სამუშაოს შეფასება, დაგეგმვა; პროექტის შექმნა; სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა.
სწავლება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ და შესაფერისი ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზში, პრაქტიკული გაკვეთილების და დავალებების სახით პედაგოგის დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის სწავლება შეიძლება განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, 50 საათის მოცულობით.
კურსდამთვრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ან იყვნენ თვითდასაქმებულნი და შეასრულონ შემდეგი სახის სასიმაღლო სამუშაოები:
ფასადების განათების მონტაჟი, სახანძრო სავენტილაციო არხების (მილების) მონტაჟი, ფასადის დათბუნება, ფასადის ღებვა, წყალსაწრეტი მილების, ბუხრის მილების, გამწოვი მილების მონტაჟი, ფასადის წმენდა, სარეკლამო ბანერების კონსტრუქციების მოწყობა და სხვადასხვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
მე-3 დონის სპეციალისტს უფლება ეძლევა, დამოუკიდებლად აწარმოოს სასიმაღლო სამუშაოები. მას შეეძლება სასიმაღლო სამუშაოს დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება უსაფრთხოების ნორმების დაცვით; გუნდის კონტროლი და მოვალეობების გადანაწილება.
#გახდიინდუსტრიულიალპინისტი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება