საკითხავი
მასალა
მოგესალმებით კურსზე „სათვგადასავლო ტურიზმის საფუძვლები “. სათავგადასავლო ტურიზმი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საქართველოში. იზრდება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა. სულ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები, რომლითაც ინტესდებიან მოგზაურები. ამ კურსის მიზანი მსენელს შეუქნას ერთიანი სურათი და წარმოდგენა თუ რა არის სათავგადასავლო ტურიზმი, მისი ისტორიული ფესვებიდან დაწყებული დღევანდელი ფორმებით დასრულებული. კურსი გამიზნული მომავალი სათავგადასავლო გამყოლებისთვის, შესაბამისად უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული ატრიბუტების და ელემენტების აღწერაზე. წინამდებარე მასალა დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ ერთიანი ხედვა სათავგადასავლო ტურიზმის სამყაროზე. ეს კურსი ასევე გამოგადგებან მომდევნო მასალის უკეთ გასაგებად.
სათავგადასავლო ტურიზმი და საგამყოლო მომსახურება
სათავგადასავლო ტურიზმი წარმოადგენს გლობალურ ინდუსტრიას, რომლის მნიშვნელობაც თანდათანობით იზრდება. განურჩევლად კომერციული, არაკომერციული თუ საქველმოქმედო მიზნებისა, სათავგადასავლო ტურიზმი შეიცავს აღიარებული, თანმდევ რისკებისა და გამოწვევების ელემენტებს. რისკების გაწევას მოაქვს წარმატებები, თუმცა მას თან ახლავს საფრთხეებიც.
სათავგადასავლო აქტივობების დროს სასწორზე იმაზე ბევრად მეტი დევს, რაც შეიძლებაგამოუცდელ ადამიანს ეგონოს. ადამიანის სიცოცხლე, ბიზნესის და ინდუსტრიის წარმატება დაქვეყნის რეპუტაცია - ყველაფერს ემუქრება საფრთხე თუ ვუგულებელყობთ იმ მოცემულობას, რომსათავგადასავლო ტურიზმის აქტივობები წარმოუდგენლად ამაღელვებელ და უნიკალურგამოცდილებას სთავაზობს მონაწილეებს, მაგრამ ამავდროულად ისინი შეიცავენ თანდაყოლილრისკებსა და საფრთხეებს.
წინამდებარე კურსის მიზანია განამტკიცოს მომავალი გამყოლის ცნობიერში გამყოლობისმთავარი კანონი - უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. კურსზე მსმენელი ისწავლის, რომპროფესიონალი სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოსსტუმრების უსაფრთხოება ამ რისკების გულდასმით მართვით.
კურსის განმავლობაში, ყოველი თავის (თემატიკის) შემდეგ თქვენ გექნებათ თვითშეფასების შესაძლებლობა მოკლე კითხვარების შევსებით. კითხვარების შევსება სავალდებულოა კურსის ბოლოს დადებითი შეფასების მისაღებად.
სათავგადსავლო გამყოლის ხელთ უდიდესი სიმდიდრეა. ხშირ შემთხვევაში მხოლოდმისი დახმარებით შეუძლია ადამიანს მიიღოს ის განუმეორებელი ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე, ბუნებრივი საოცრებებით აღტაცება, განსაცდელის დაძლევით მინიჭებული სიხარული, რასაც სათავგადსავლო გარემო იძლევა - იქნება ეს მწვერვალი, მღვიმე, კანიონი, ცხენით ჯირითი თუ თხილამურით სრიალი.
გამყოლობის ხიბლი სწორად ამაშია - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავცეთ და ადამიანებს მივანიჭოთ უდიდესი სიამოვნება - მათზე ზრუნვით, გამორჩეული გამოცდილების გაზიარებით, უნიკალური უნარების სწავლებით.
დედამიწის ფორმასა და ზომაზე წარმოდგენების ქრონოლოგია და დედამიწის პარამეტრები
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალები მჭიდრო კავშირშია ჯომარდობის სასწავლო კურსის შინაარსთან.
გზამკვლევი შეიქმნა მსმენელების თვალსაჩინო მასალებით უზრუნველსაყოფად.
სტრუქტურული თვალსაზრისით, გზამკვლევში მოწოდებული მასალები თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი. პირველ თავში განხილულია ნავისა და პირადი აღჭურვილობა, ნავის კონსტრუქცია . მეორე თავი ორიენტირებულია მდინარის დინამიკაზე. მესამე თავში განხილულია ნიჩბის მოსმა და მანევრები. მეოთხე თავი მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეხუთე თავი - თვითგადარჩენისა და ჯგუფის წევრების მიერ სამაშველო ოპერაციის განხორციელების ტიპებს.