top of page
Asset 14_3x.png
Mta Mta Marathon
down
Mta Mta Marathon
Mta Mta Marathon

რა არის მთა-მთა?

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

მთა-მთა მარათონი

მთა-მთა მარათონი

 მონაწილეები

რა საკონკურსო დისციპლინებს
მოიცავს  მარათონი?

მთა-მთა გამყოლთა მარათონი განსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულის კომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა, მასში თავმოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსა თუ წყალზე და მოიცავს გამყოლის საკვანძო პროფესიული კომპეტენციების დემონსტრირებას.

Mta Mta Marathon

საგამყოლო უნარების დემონსტრირება

2LboYwfpOqsvsbHujMlB5J2dAYmEJN.jpg

გამყოლობა
საცხენოსნო ტურზე

გამყოლობა
ველო ტურზე

გამყოლობა
ჯომარდობის ტურზე

გამყოლობა 4X4
საექსპედიციო ტურზე

საკვანძო კომპეტენციები
 

კალენდარი

დღე 1

ქედელი

კონვოი: თბილისი - ქედელი -> Lost Ridge Ranch

ღონისძიებები:

  • მარათონის გახსნა

  • მედია ღონისძიებები

  • კონკურსი #1: გამყოლობა საცხენოსნო ტურზე

  • ღამისთევის და კვების ორგანიზება

  • მოდევენო დღის ტურის დაგეგმვა

  • MTA-MTA Chronicles

რატომ შეიქმნა
გამყოლთა მარათონი?

​ჩვენი პროექტი ემსახურება გიდების უნიკალური პროფესიის აღიარებას, დაფასებასა და პოპულარიზაციას, რადგან კარიერას სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლია გააძლიეროს ახალგაზრდები - საინტერესო, სიახლეებით სავსე, ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, გამყოლებს აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო საქართველოში.

ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლის კარიერა უნიკალური გამოცდილებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ შესაძლებლობას პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის, და ამასთან ერთად, მოაქვს უამრავი სიკეთე როგორც ინდივიდების, ისე მათი ოჯახების, თემის და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
Mta Mta Marathon
Mta Mta Marathon

#გახდიგულშემატკივარი

ახალგაზრდების მოზიდვას და ჩართვას საინტერესო, მაღალშემოსავლიან პროფესიაში, მათი ღირსეული და წარმატებული მომავლისათვის

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არსებული სტერეოტიპების შემცირებას და ქალთა ჩართულობის წახალისებას

საქართველოს უნიკალური ბუნებრივი და ადამიანური რესურსების წარმოჩენას,  ქვეყნის უსაფრთხო და ხარისხიან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე

გამყოლების, მაშველების, სათხილამურო მასწავლებლების და სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაციას

პროფესიული განათლების, უნარების და სერტიფიცირების

 პოპულარიზაციას

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები თემების სოციო - კულტურულ ინტეგრაციას და მედეგობის გაძლიერებას;

პროექტი ემსახურება:

მისია და ხედვა

ჩვენი მისიაა საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი სათავგადასავლო ტურიზმის გლობალურად აღიარებულ ქვეყნებს შორის, როგორც მიმართულებამ, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას მოგზაურებისთვის, აწვდის მათ საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი გამყოლების და ტურიზმის სპეციალისტების მეშვეობით.
 
ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდები, მივაწოდოთ მათ საინტერესო კარიერისთვის და მაღალშემოსავლიანი დასაქმებისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არამხოლოდ უშუალოდ გამყოლების, არამედ მათი ოჯახების, თემის, რეგიონისა და მთელი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და მიგრაციის შემცირებას.
 
ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმი არის პოზიტიური ცვლილებების ძლიერი კატალიზატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, ღირსეული ანაზღაურება და საყოველთაო კეთილდღეობა.

მთა-მთა (მარათონი)
00:19
სამაშველო ოპერაცია კლდეზე
02:57
ველოტურის კონკურსი
01:56
ჯომარდობის კონკურსი
01:39
რეზი  ჩხაიძე
03:31
ცოტნე ცაავა
02:47
ვიკა ფილფანი
02:37
ანანო ფილფანი
02:26
Mta Mta Marathon
Blue Skies

Frequently asked questions

Asset 7 (1).png
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
use-tbilisi-seal.png

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების

ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

Funded Through the TVET Support Program, U.S. Embassy in Georgia

Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner
Mta Mta Marathon Partner

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page