
საფეხმავლო
გამყოლი

საფეხმავლო
გამყოლი ს სასერტიფიკატო პროგრამა
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
24 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
შემოდგომა2026
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 14 თვის განმავლობაში
საერთო ხანგრძლივობა - 7 კვირა (248 საათი )
ლოკაციები:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა,
პროგრამის ღირებულება:
სახელმწიფოს თანადაფინანსებით სწავლის ღირებულება შეადგენს 750 ლარს; მსმენელი ვალდებულია დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯები და იქონიოს პირადი აღჭურვილობა. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
პროგრამის შესახებ
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკოსი საფეხმავლო გამყოლის პროფესიულ გადამზადებას. პროგრამის მიზანია გადაამზადოს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაუძღვეს საფეხმავლო ტურებს.
სასწავლო პროცესი მოიცავს. გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის სეზონის საფეხმავლო ტურებზე სხვადასხვა სირთულის რელიეფზე გადაადგილებას სალაშქრო ტექნიკის გამოყენებით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ასევე სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება-ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება).
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ველურ ბუნებაში, ცივილიზაციისგან შორს: ალპურ, სუბალპურ, და ტყიან ზონებში ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ( იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა)
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 7კვირას; 248 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დამთვრების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ ვიზიტორებთნ მუშაობის წესები და კომუნიკაციის ფორმები; სალაშქრო ამინდის სწორად შერჩევა და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა; სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საფეხმავლო გამყოლად საქართველოს ნებისმიერ კურორტზე, ტურისტულ კომპანიაში ან იყოს თვითდასაქმებული.

#გახდისაფეხმავლოგამყოლი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
კვირა:
I
ლოკაცია:
ქუთაისი

სწავლის მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
სწავლის შედეგი 2
საფეხმავლო გამყოლის პროფესიული მახასიათებლები
კვირა:
II
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
ინტერაქციული ლექცია დისკუსიაპრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
პროფესიული საქმიანობის სტანდარტები - კანონმდებლობა; რეგულაციები; კომპეტენციების მიხედვით სამოქმედო ტერიტორიული დაყოფა და აკრძალვები; ISO და სხვა საერთშორისო სარეკომენდაციო და სავალდებულო სტანდარტები სათავგადასავლო ტურის გამყოლის ძირითადი მახასიათებლები საბაზისო სალაშქრო ტექნიკური უნარები სათავგადასავლო ტურის აღჭურვილობა კლიმატი და მისი ზეგავლენა სათავგადასავლო ტურზე: გარემოსთან ურთიერთობა, ზრუნვის და მდგრადობის პრინციპები: ორიენტირება და ნავიგაცია სათავგადასავლო ტურზე
სწავლის შედეგი 3
სტუმარზე ზრუნვის პრინციპები
კვირა:
III
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
ინტერაქციული ლექცია დისკუსია პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
სათავგადასავლო ტურის დაგეგმვა; სათავგადასავლო ტურზე სტუმარზე ზრუნვის პრინციპები: სათავგადასავლო ტურზე რისკების მართვის, ინციდენტზე რეაგირების პრინციპები.
სწავლის შედეგი 4
გადაადგილება ციცაბო ბალახიან ფერდებზე
კვირა:
IV
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
გადაადგილება ციცაბო ბალახიან ფერდებზე უსაფრთხოდ; მდინარეების გადაკვეთა უსაფრთხოდ: გადაადგილება ნაშალ ფერდებზე უსაფრთხოდ: გადაადგილება თოვლიან მონაკვეთზე უსაფრთხოდ: თოკის გამოყენების საბაზისო უნარები: საკვანძო სალაშქრო - ექსპედიციური უნარები ველზე: გამყოლობის უნარების დემონსტრირება: საფეხმავლო ტური 1.
სწავლის შედეგი 5
სალაშქრო ტექნიკის გამოყენება და უსაფრთხოების წესები
კვირა:
V
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა ინსტრუქტაჟი პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
გამყოლობის უნარების დემოსტრირება: საფეხმავლო ტური 2; გამყოლობის უნარების დემოსტრირება: საფეხმავლო ტური 3; საფეხმავლო ტური 4 და დაუგეგმავი ღამისთევა:
დაზარალებულის ტრანსპორტირება ზაფხულის ლანდშაფტზე.
სწავლის შედეგი 6
ექსპედიციური
სტილის საფეხმავლო ტური
კვირა:
VI
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა ინსტრუქტაჟი პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის სეზონის საფეხმავლო ტურებზე სხვადასხვა სირთულის რელიეფზე გადაადგილება სალაშქრო ტექნიკის გამოყენებით და უსაფრთხოების წესების დაცვით.
სწავლის შედეგი 7
გადაადგილება მორენაზე
კვირა:
VI
ლოკაცია:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა

სწავლის მეთოდი:
დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა ინსტრუქტაჟი პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის სეზონის საფეხმავლო ტურებზე სხვადასხვა სირთულის რელიეფზე გადაადგილება სალაშქრო ტექნიკის გამოყენებით და უსაფრთხოების წესების დაცვით. გადაადგილება მორენაზე უსაფრთხოდ; გადაადგილება თოვლიან მონაკვეთებზე უსაფრთხოდ; სიმულაციური სამაშველო ოპერაციის ჩატარება: ტურის დაგეგმვის, განხორციელების სრული ციკლი.
მიღების წინაპირობები:
მიღების წინაპირობები:
• სამუშაო გამოცდილება: პრაქტიკული გამოცდილების დადასტურება გასაუბრებით და ავტობიოგრაფით. მინიმუმ - 1 წელი
• განათლება :საშუალო
• კვალიფიკაცია პროგრამის შესამაბის დარგში- 1015.3.1 - სათავგადასავლო ტურიზმი
• კვალიფიკაცია პროგრამის შესაბამის სფეროში 1015 - მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება
კონკურსი
აღწერა:
საკონკურსო ტური
საკონკურსო ტური ემსახურება პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი ფიზიკურ კონდიციის და მოტივაციის მქონე კანდიდატების გამოვლენას.
კანდიდატის შეფასება ხდება 5 კრიტერიუმის შესაბამისად
1. ფიზიკური კონდიციის ტესტი
2. აღჭურვილობა
3. მოტივაცია
4. გამოცდილება
5. ექსპერტის შეფასება
აპლიკანტის/მსმენელის სავალდებულო პირადი აღჭურვილობა:
-
სალაშქრო ზურგჩანთა 1ც.
-
საფეხმავლო ტურის ფეხსაცმელი A და B კატეგორიის 1 ც. საძილე ტომარა
-
შუბლის ფანარი და სათადარიგო ელემენტები წყლის მათარა
-
წყალგაუმტარი/ქარდამცავი ქურთუკი თბილი ქურთული (ფლისი) გრძელსახელოებიანი მაისურები (პოლო) მოკლესახელოებიანი მაისურები
-
პირადი ჯამ-ჭურჭელი მზისგან დამცავი ქუდი თბილი ქუდი
-
გრძელტოტებიანი მტკიცე ქსოვილის სასიარულო შარვალი თხელი ხელთათმანები
-
სასიარულო ჯოხი
-
ტრეკინგის წინდები (2 - 3 წყვილი) პირადი ჰიგიენის ნივთები
-
პირადი მედიკამენტოზური საშუალებები მაღალი ფაქტორის მზის საწინააღმდეგო საცხი მზის სათვალე
-
ბიუვაკზაკი
-
ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის 1 ც. კალამი, ფანქარი, საშლელი
-
რაიონის ტოპოგრაფიული რუკა (1:25 000 ან 1:50 000) კარავი
-
საწვიმარი
-
GPS (სასურველია, არა არის სავალდებულო)
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
• გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

