
ოვერლენდ
ტურის გამყოლი


ოვერლენდ ტურის გ ამყოლი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
8
ხანგრძლივობა:
4 კვირა - კვირეული სასწავლოსაათობრივიდატვირთვა: 40
ლოკაციები:
თბილისი, კახეთი, ფშავი, გუდაური, სტეფანწმინდა, დუშეთი
განმახორციელებელი პარტნიორები:
ტოიოტა
კავკასია
საქართველოს სამთო გამყოლთა საოციაცია
პროგრამის ღირებულება:
სწავლის ღირებულება შეადგენს 500 ლარს. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი; მსმენელი ვალდებულია იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მსმენელები შეისწავლიან ოვერლენდ
ტურისთვის ავტომობილის მომზადებას/შენახვას/შეკეთებას, უსაფრთხო მართვის
ტექნიკურ უნარებს, ტარებას სხვადასხვა სირთულის და საფარის რელიეფზე, მაღალი
გამავლობის ავტომობილებით მრავალკომპონენტიანი სათავგადასავლო აქტვობების
ტურების და ექსპდიციების დაგეგმვას და ორგანიზებას. სწავლება ხორციელდება საველე
პირობებში. უსაფრთხოების სპეციფიკიდან გამომდინარე მასწავლებლის და მსმენელთა
თანაფარდობა უნდა იყოს 1/4-თან. პროგრამით გათვალისწინებული თეორიულინაწილიც ისწავლება საველე პირობებში, ინსტრუქტაჟის გზით. განმავითარებელი
შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი
ჩატარდება სწავლის ბოლოს.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას, კვირაში 40 საათს, ჯამში 160 საათს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სათავგადასავლო ტურიზმის დისციპლინების დიპლომირებული და
სერტიფიცირებული გამყოლების გადამზადება ოვერლენდ ტურ გამყოლებად
(ოპერატორებად), რომლებიც შეძლებენ დაგეგმონ და ორგანიზება გაუწიონ ტურებს და
ექსპედიციებს, მაღალი გამავლობის ავტომობილებით საქართველოს რთულად მისაღწევ
რეგიონებში და ამ რეგიონებში შეძლონ სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობების
ორგანიზება.
ასევე, პროგრამის მიზანია საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმში პროფესიული
განათლების პოპულარიზაცია, სათავგადასავლო ტურიზმში ჩართული დიპლომირებული
და სერტიფიცირებული გამყოლების ცოდნის და უნარების დიაპაზონის გაფართოება,
რომ მათ შეძლონ ტურისტებისთვის 4 სეზონის განმავლობაში დივერსიფიცირებული
სერვისების მიწოდება.

#გახდიოვერლენდერი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
შესავალი ოვერლენდ ტურიზმში
სწავლის შედეგი 2
ოვერლენდ ტურის ავტომობილების სპეციფიკაცია, ექსპლუატაცია და მოვლა
სწავლის შედეგი 3
ოვერლენდ ტურზე ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა
სწავლის შედეგი 4
ოვერლენდ ტურის ოპერირება და გაძღოლა




კვირა:
I (40 საათი)
ლოკაცია:
სასწავლო გარემო C - თბილისი
სწავლების მეთოდი:
ლექცია
დემონსტრირება
თემატიკა:
. ოვერლენდ ტურიზმი საქართველოში: პოპულარული ოვერლენდ ტურისტული
მიმართულებების გეოგრაფია, ისტორია, კულტურა და ღირსშესანიშნაობები;
. ოვერლენდ ტურის ოპერატორის როლი ტურის განხორციელებაში;
. ნავიგაცია და მარშრუტის დაგეგმვა (რუკის კითხვა, GPS ნავიგაცია და კომპასის
გამოყენება; სხვადასხვა ტიპის რელიეფის და გზის პირობების გაგება; ოვერლენდ
ტურებისთვის შესაფერისი მარშრუტების განსაზღვრა და შერჩევა)
. ჯგუფის მენეჯმენტი და ტურის ორგანიზება: ოვერლენდ ტურის დაგეგმვა (პოტენციური
მარშრუტების მოკვლევა, სტრუქტურირებული მარშრუტის და ალტერნატიული ვერსიების
დაგეგმვა; ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარების
მნიშვნელობა; ეთიკური მოსაზრებები).
. ოვერლენდ ტურის მართვა (ლოგისტიკის კოორდინაცია - განთავსება, კვება,
ნებართვები, საშვები)
კვირა:
II (40 საათი)
ლოკაცია:
სასწავლო გარემო C - თბილისი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება
პრაქტიკული სავარჯიშო
პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
. ოვერლენდ ტურებზე გამოყენებადი მსუბუქი ტიპის, 4X4-ზე ავტოსატრანსპორტო
საშუალება;
. ავტომობილის საექსპედიციოდ მომზადება (ავტომობილის ხუნდების,
ამორტიზატორების, ტრავერსის, ხიდების, სიჩქარის გადაცემის კოლოფის,
ელექტროობის, ფილტრების შემოწმება);
. ოვერლენდ ავტომობილების საბაზისო ტექნიკური მომსახურება და პრობლემების
მოგვარება;
. ტურში ავტომობილის შეკეთება (საავტომობილო ტურში ხელთ არსებული
საშუალებებით ავტომობილის შეკეთება, კერძოდ: საავტომობილო ტურში საბურავის
შეკეთება; ძრავის ღვედის შეცვლა; ავტომობილის სანათების შეცვლა; ავტომობილის
სავალი მექანიზმის - ყუმბარის შეცვლა; ჯვარას შეცვლა; მუხრუჭების შეცვლა;
საავტომობილო ტურში ავტომობილის ევაკუირება).
კვირა:
III (40 საათი)
ლოკაცია:
სასწავლო გარემო C - თბილისი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
. ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის პრაქტიკა და უსაფრთხოების ზომები და
პრინციპები ავტომობილის მართვის დროს. მართვის პრაქტიკისა და სტრატეგიების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიების რისკის შემცირებას და საერთო
საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობას; გზაზე პოტენციური საფრთხისა და საშიში
სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა და რეაგირება;
. უსაფრთხო მართვის ძირითადი ელემენტები: სიფხიზლე, გზაზე ფოკუსირების
შენარჩუნება, ყურადღების გაფანტვის არდაშვება (მობილური ტელეფონების გამოყენება,
ჭამა ან სხვა აქტივობების ჩართვა, რომელთაც ყურადღება გადააქვს მანქანის
მართვისგან). უსაფრთხო დისტანცია: საკმარისი სივრცე მანქანებს შორის, ადეკვატური
დროის უზრუნველყოფა რეაგირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში
დამუხრუჭებისთვის;
. გარემოს უწყვეტი სკანირება და საფრთხეების განჭვრეტა: გზის, მანქანის წინ და
გარშემო გარემოს მუდმივი მონიტორინგი პოტენციური საფრთხეების გამოსავლენად
(სხვა მანქანები, ფეხით მოსიარულეები, ველური ცხოველები, ბუნებრივი ან ადამიანის
მიერ შექმნილი დაბრკოლებები. სხვა მძღოლების ქმედებების მონიტორინგი და
მომზადება რეაგირებისთვის.
. სარკეები და ბრმა წერტილები; მოძრაობის წესები (სიჩქარის შეზღუდვები, საგზაო
ნიშნები, სიგნალები); გზისა და ამინდის პირობების გათვალისწინება (მარშრუტის და/ან
მოძრაობის ტემპის ცვლილება ამინდის პროგნოზის და ფაქტობრივი ზეგავლენით
(თოვლი, ნისლი, ძლიერი წვიმა, სველი ან ყინულოვან ზედაპირები)
. კონვოიში გადაადგილება უსაფრთხოდ (საგზაო ნიშნები, დისტანციის დაცვა, ტემპის
შენარჩუნება, გადასწრება, დაძვრა, გაჩერება, რადიოკომუნიკაცია, კომუნიკაციის ენა)
. გადაადგილება გრუნტიან გზებზე უსაფრთხოდ (ციცაბო გრუნტიან ფერდზე ასვლის და
დაშვების ტექნიკა; ბალანსირება, მოძრაობის ტემპი, დისტანცია; საფრთხეები წვიმის,
თვრთვილის, ყინვის დროს)
. გადაადგილება ქვიშიან გრუნტზე უსაფრთხოდ: ქვიშიან გრუნტზე მოძრაობის ტექნიკა -
მოჭიდების შენარჩუნება დაძვრისას და გაჩერებისას, ტემპის კონტროლი; უსაფრთხოების
მექანიზმები - ქვიშაში ჩაფვლისგან თავის არიდება, მოძრაობის ტრაექტორია, დისტანცია;
. გადაადგილება ტალახიან მონაკვეთებზე უსაფრთხოდ (ტალახში მოძრაობის ტექნიკა;
უსაფრთხოების მექანიზმები - ტალახში ჩაფვლისგან თავის არიდება, მოძრაობის
ტრაექტორია, დისტანცია)
. გადაადგილება თოვლ-ყინულიან მონაკვეთზე უსაფრთხოდ (თოვლში ჩაფვლისგან
თავის არიდება, მოძრაობის ტრაექტორია, დისტანცია; თოვლიან ფერდზე უსაფრთხო
ასვლა; თოვლიან ფერდზე უსაფრთხოდ დაშვება; თოვლიან გზაზე ავტომობილის
დაძვრა; თოვლიან გზაზე დამუხრუჭება; თოვლიან გზაზე მკვეთრი მოსახვევების დაძლევა;
თოვლიან გზაზე ავტომობილის მოცურებიდან გამოყვანა)
. წყლის დაბრკოლებების გადალახვა უსაფრთხოდ (მდინარის კვეთის ტექნიკა,
ავტომობილის დაცვა დასველებისგან, ღრმა გუბეების დაძლევა, ადიდებული მდინარე დამდინარეზე გადასვლის მეთოდები; მდინარის ნაკადის სიჩქარის, სიღრმის და
პოტენციური საფრთხეების გააზრება, შეფასება და გადაკვეთის მეთოდის განსაზღვრა;
. ავტომობილის ევაკუირება: თოვლის მახედან ავტომობილის ამოყვანა; ტალახის
მახედან ავტომობილის ამოყვანა; ქვიშის მახედან ავტომობილის ამოყვანა.
კვირა:
IV, V (80 საათი)
ლოკაცია:
სასწავლო გარემო C - თბილისი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება
პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
. უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პროცედურები ოვერლენდ ტურების დროს
(საერთო რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება და მართვა; საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები და კომუნიკაცია; მომხმარებელთა მომსახურება
და ინტერპერსონალური უნარები
. ოვერლენდ ტურზე სტუმარზე ზრუნვა და ინტერპერსონალური ურთიერთობები
(ეფექტური კომუნიკაცია და აქტიური მოსმენის ტექნიკა; კონფლიქტის მოგვარება და
რთული სიტუაციების მართვა; კულტურული ცნობიერება და მგრძნობელობა)
. გარემო ოვერლენდ ტურზე და მასზე ზრუნვა (სხვადასხვა რეგიონისთვის
დამახასიათებელი ველური ბუნება, ფლორა და ფაუნა; ადგილობრივი წეს-ჩვეულებები,
ტრადიციები და ეტიკეტი; გარემოს დაცვის მნიშვნელობა ოვერლენდ ტურების დროს;
ნარჩენების მინიმიზაცია და მდგრადი ტურიზმის პრაქტიკა; ტურის მონაწილეთა
განათლება ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ);
. ჯგუფის დინამიკა და კომუნიკაცია: ურთიერთობის დამყარება და ჯგუფის პოზიტიური
დინამიკის ჩამოყალიბება ტურის მონაწილეებს შორის მეგობრული და ინკლუზიური
ატმოსფეროს შემუშავებით; ჯგუფში ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა, მკაფიო
ინსტრუქციების, განმარტებების და ინფორმაციის დროულად განახლების
უზრუნველყოფა; მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და უკუკავშირის აქტიური
მოსმენა და მათი დროული გადაწყვეტა.
. დროის მენეჯმენტი: ოვერლენდ ტურის განრიგის დაცვა და აქტივობების,
ღირშესანიშნაობების დათვალიერება და შესვენებების სათანადო დროული და
დაბალანსებული უზრუნველყოფა.
ტრანსპორტირების დროს დროის ეფექტურად მართვა, დასვენების გაჩერებებისა და
შესვენების ჩათვლით, საერთო გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის.
. ჯგუფური უსაფრთხოება: უსაფრთხოების ბრიფინგების ჩატარება და ტურის
განმავლობაში უსაფრთხო ქცევის მითითებების მიწოდება; ჯგუფის მიერ უსაფრთხოებისპროტოკოლების დაცვის მონიტორინგი და რაიმე სახიფათო პრაქტიკის დაფიქსირების
შემთხვევაში ჩარევა; გადაუდებელი პროცედურების ცოდნა და მონაწილეთა
ინფორმირება მათ შესახებ.
. კონფლიქტის მოგვარება: კონფლიქტების ან საკითხების მოგვარება, რომელიც
შეიძლება წარმოიშვას მონაწილეებს შორის დიპლომატიური და დროული გზით;
ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა, დისკრიმინაციის ან უპატივცემულო ქცევის
ნებისმიერი შემთხვევის განხილვა.
. მოქნილობა და ადაპტირება: მარშრუტის ან გეგმების კორექტირება გაუთვალისწინებელ
გარემოებებზე დაყრდნობით (ამინდის პირობები, გზების დაკეტვა ან მონაწილეთა
პრიორიტეტების ცვლილება).
. რისკების შეფასება და მართვა (საფრთხეების განჭვრეტა, აუცილებელი ცვლილებების
შეტანა ჯგუფის უსაფრთხოებისა და კმაყოფილების უზრუნველსაყოფად).
. ინტერპრეტაცია და ჩართულობა: ტურის განმავლობაში დანიშნულების ადგილის,
ღირსშესანიშნაობების, ისტორიის, კულტურისა და ბუნებრივი გარემოს შესახებ გამჭრიახი
და მიმზიდველი კომენტარების მიწოდება; მონაწილეებს შორის აქტიური მონაწილეობისა
და ურთიერთქმედების წახალისება დისკუსიებისა და კითხვებზე პასუხის გაცემის გზით.
. პრობლემის გადაჭრა: პრობლემის გადაჭრის უნარების დემონსტრირება ნებისმიერი
გამოწვევის ან მოულოდნელი სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება
წარმოიშვას ტურის დროს.
საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სერვისის პროვაიდერებთან
ან სასწრაფო დახმარების სამსახურებთან თანამშრომლობა.
. მხარდაჭერა და დახმარება: საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებისთვის დახმარების
გაწევა, როგორიცაა სპეციალური საცხოვრებლის ან დიეტური მოთხოვნების მოწყობა,
რჩევების შეთავაზება ადგილობრივ სერვისებსა თუ ატრაქციონებთან დაკავშირებით, ან
დახმარება პირად ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
. საგზაო რუკის და GPS სანავიგაციო წერტილების მეშვეობით არამარკირებულ
ოვერლანდ მარშრუტზე გადაადგილება;
. ავტომობილების კონვოიში გადაადგილება სხვადასხვა სირთულის და დანიშნულების
გზებზე;
. ღამისსათევების და კვების ორგანიზება ოვერლაანდ ტურზე მცირე, საშუალო და დიდი
ზომის ჯგუფებისთვის;
. ღამის პირობებში ორიენტირება და ნავიგაცია.
მიღების წინაპირობები:
დაშვების წინაპირობები
სამუშაო გამოცდილება:
-
შესაბამისი სფეროს სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.
კვალიფიკაცია პროგრამის შესამაბის დარგში:
-
101 - პერსონალური მომსახურებები
-
1015.3.1 - სათავგადასავლო ტურიზმი
კვალიფიკაცია პროგრამის შესაბამის სფეროში:
-
1015 - მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება
ძველი კლასიფიკატორით განსაზღვრული კვალიფიკაცია:
-
0205 - ტურიზმი
ჯანმრთელობის ცნობა:
-
ფორმა 100 — ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.
დამატებითი მოთხოვნები
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
-
მართვის მოწმობა (B კატეგორია) — პრიორიტეტულია მექანიკური გადაცემათა კოლოფით ავტომობილის მართვის უნარი.
-
ვალიდური პირველადი დახმარების სერტიფიკატი პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში.
-
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის შესაბამისი დიპლომი/სერტიფიკატი, ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
-
სამთო გამყოლი
-
სათხილამურო გამყოლი
-
საფეხმავლო გამყოლი
-
საცხენოსნო ტურის გამყოლი
-
ჯომარდობის გამყოლი
-
კანიონინგის გამყოლი
-
ალპინისტი მაშველი
-
მთის ლიდერი
-
მისაღები ტური
აღწერა:
-
გასაუბრება: მოტივაციისა და გამოცდილების შეფასება.
-
ავტომობილის მართვისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნის შეფასება.
ლოჯისტიკის ხარჯები
აღწერა:
-
მსმენელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯები პროგრამის განმავლობაში.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა
-
პრაქტიკული დავალება.
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.


გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
Groups


პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით






