top of page

რისკების მართვა სათავგადასავლო ტურიზმში

  • 7Days
  • 9Steps
Get a certificate by completing the program.
Everyone who has completed all steps in the program will get a badge.

About

კურსი # 6: რისკების მართვის პრინციპები სათავგადასავლო აქტივობების დროს კურსის ავტორი - პროფესიული მასწავლებელი დათუნა რაქვიაშვილი შესავალი “Human life is far more important than just getting to the top of a mountain.” – Sir Edmund Hillary სათავგადასავლო აქტივობების დროს იმაზე ბევრად მეტი დევს, რაც შეიძლება გამოუცდელ ადამიანს ეგონოს. ადამიანის სიცოცხლე, ბიზნესის და ინდუსტრიის წარმატება და ქვეყნის რეპუტაცია - ყველაფერს ემუქრება საფრთხე თუ ვუგულებელყობთ იმ მოცემულობას, რომ სათავგადასავლო ტურიზმის აქტივობები წარმოუდგენლად ამაღელვებელ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მონაწილეებს, მაგრამ ამავდროულად ისინი შეიცავენ თანდაყოლილ რისკებსა და საფრთხეებს. კურსის მიზანია განამტკიცოს მომავალი გამყოლის ცნობიერში გამყოლობის მთავარი კანონი - უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. კურსზე მსმენელი ისწავლის, რომ პროფესიონალი სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სტუმრების უსაფრთხოება ამ რისკების გულდასმით მართვით. კურსის განმავლობაში, ყოველი თავის შემდეგ თქვენ გექნებათ თვითშეფასების შესაძლებლობა მოკლე კითხვარების შევსებით. კითხვარების შევსება სავალდებულოა კურსის ბოლოს დადებითი შეფასების მისაღებად. კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ‣ რისკების ანატომია - მათი გარდაუვალობა, კომპლექსურობა, დროში და გარემოში ცვალებადობა ‣ რისკების მართვის პროცესში გამყოლის როლის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ‣ რისკების მართვის პრინციპები და მეთოდოლოგია კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ‣ გაარჩიოთ სუბიექტური და ობიექტური საფრთდხეები და რისკ-ფაქტორები და აირჩიოთ მათი მართვის სტრატეგია ‣ სრულფასოვნად განახორციელოთ რისკების პართვის პროცესი სიმულაციურ გარემოში; ‣ მიღებული ცოდნა გამოიყენოთ და გადაიტანოთ სექტორულ პრაქტიკულ კურსებზე;

You can also join this program via the mobile app.

Overview

Already a participant? Log in

bottom of page