ალპური
მაშველი
ალპური
მაშველი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
20 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
20 ოქტომბერი 2023 – 20 ოქტომბერი 2025
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
როგრამა ხორციელდება 24 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 35 კვირა (1392 სთ)
ლოკაციები:
იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი
განმახორციელებელი პარტნიორები:
ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
შპს მთის გიდების ოფისი
შპს ალპური კლუბი
პროგრამის ღირებულება:
სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია მოქმედი, მოყვარული და პროფესიონალი ალპინისტებისთვის, ვისაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში უწევთ სამთო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე პრაქტიკოსი მაშველებისთვის. ალპური მაშველის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალპინისტი მაშველის გადამზადება ხორციელდება ოთხივე სეზონის განმავლობაში, ექსპედიციურ შეკრებებზე მიმდინარე უწყვეტი სასწავლო პროცესის მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს ალპური მაშველისთვის ისეთი აუცილებელი კომპეტენციების შესწავლას, როგორიცაა: პირველადი გადაუდებელი დახმარება; რისკების მართვის და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები; სხვადასხვა სირთულის სალაშქრო და სამთო მარშრუტების დაგეგმვა და გავლა; სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება; სხვადასხვა სათავგადასავლო გარემოში ბიჭდვითი და ციფრული სანავიგაციო საშუალებებით სვლაგეზის გეგმის შედგენა და გამოყენება.
სწავლება ხორციელდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) კლდოვან და კომბინირებულ ალპინისტურ მარშრუტებზე, მათ მისადგომებზე, რთულ გარემოში. თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით, განხორციელდება სასწავლო სამთო-სამაშველო ოპერაციები.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 35 კვირას, 1392 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწრაფი რეაგირების მოხდენა მთის რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად, წლის სამი სეზონის განმავლობაში; პროგრამა არ მოიცავს ისეთი კომპეტენციების სწავლებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ალპურ მაშველს იმუშაოს მაშველად ზამთრის სეზონზე.
სამაშველო სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, ალპურ მაშველებს შეეძლებათ იმოქმედონ დამოუკიდებელ ჯგუფად და მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო სამაშველო სამსახურებთან კოორდინაციაში.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კომერციულ, მოხალისეობრივ ან საჯარო სამაშველო სამსახურში, როგორც რიგით მაშველად, ისე სამაშველო სამსახურის ან გუნდის უფროსად. პოტენციური დამსაქმებლები არიან: სახელმწიფო სამაშველო სამსახური, მაღალმთიანი რეგიონების მუნიციაპლიტეტები,სათხილამურო კურორტები, ტურისტული კომპანიები, ალპური ბანაკები, ალპინიზმის ფედერაცია.
#გახდიალპურიმაშველი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
რისკების მართვის და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები
სწავლის შედეგი 3
სხვადასხვა სირთულის
სალაშქრო და სამთო მარშუტების დაგეგმვა
და გავლა
სწავლის შედეგი 4
სხვადასხვა სათავგადასავლო გარემოში ბეჭდვითი და ციფრული სანავიგაციო საშუალებებით სვლაგეზის გეგმის შედგენა და გამოყენება
სწავლის შედეგი 5
სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება
კვირა:
II - XVII
ლოკაცია:
-
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
კვირა:
II - XVII
ლოკაცია:
სოფ. ალპანა
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
საფრთხეების გამოვლენა; განსხვავება საფრთხეებსა და რისკებს შორის; რისკების მატერიალიზების ალბათობის შეფასება; RAMER და DCMR ფორმულები;
I-VI UIAA კატეგორიის სირთულის მაშრუტებზე საფრთხეების აღქმა, შეფასება და რისკების შემცირების ზომების მიღება: მარშრუტზე უსაფრთხოების დაცვის წესები; კლდოვან, თოვლ-ყინულოვან და კომბინირებულ ალპინისტურ მარშრუტზე რისკების მართვის გეგმის შედგენა; ზვავსაშიშროების ხარისხის შეფასება.
კვირა:
III - VII, XII - XXIV
ლოკაცია:
-
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
კლდეზე ცოცვის, ლაშქრობის და ალპინისტური აღჭურვილობის ფუნქციები და მათი გამოყენების წესები. კლდეზე ცოცვის და ალპინისტური მარშრუტების სირთულეთა კლასიფიკაცია: UIAA და სხვა საერთაშორისო კლასიფიკატორები, დარგის პროფესიული გაერთიანების სირთულეების კლასიფიკატორი; მთასვლელობის უნარები - დონე 1. უსაფრთხოების წესების დაცვით IIa, IIb, IIIa UIAA სირთულის კომბინირებულ ალპინისტურ მარშრუტების გავლა. სპორტული ცოცვა - დონე 1. თოვლ-ყინულოვან რელიეფის სპეციალიზირებული აღურვილობა, მეთოდოლოგია, ტექნიკა; სხვადასხვა სირთულის თოვლ-ყინულოვან რელიეფზე გადაადგილება უსაფრთხოების წესების დაცვით; მთასვლელობა - დონე 2; მთასვლელობა - დონე 3; სპორტული ცოცვა - დონე 2;
კვირა:
VI, VIII
ლოკაცია:
-
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა, ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
ტოპოგრაფიული რუკის გამოყენება საველე პირობებში; ტოპოგრაფიული რუკის და კომპასის მეშვეობით გარემოში ორიენტირება და ნავიგაცია; ელექტრონული სანავიგაციო სისტემები: GPS ნავიგატორის სტრუქტურა, აგებულება, კოორდინატთა სისტემის ტიპი, GPS ნავიგატორის გამოყენების წესები; GPS ნავიგატორის სანავიგაციო პროგრამის გამოყენების წესები; მარშრუტის განხორციელებისას GPS ნავიგატორის ჩვენებისა და გარემო ორიენტირების სისტემურად შემოწმება.
კვირა:
IX-XI, XXV - XXXV
ლოკაცია:
-
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცცადინეობა, პრაქტიკული სავარჯიშო
შეფასება:
სამაშველო აღჭურვილობა; სიტუაციური ანალიზი; სამაშველო ოპერაციის პირველი ეტაპები; ევაკუაციის განხორციელება; ტექნიკური პროტოკოლები; ფიქსირებული პუნქტები კლდეზე; დაცვის სადგურის მოწყობა; ზვავსაშიშროება; ზვავის და სამთო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება; ძებნის გეგმის შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა, ძებნის სავარაუდო ადგილის დადგენა ზვავის მოწყვეტის ხაზის, ზვავის ჩამოსვლის მიმართულების, რელიეფზე არსებული წინააღმდეგობების (კლდე, ქიმი, ხე) თოვლის ზედაპირზე დარჩენილი აღჭურვილობა - ტანსაცმელის მიხედვით; შემთხვევის შესაბამისად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის გამოყენება; სამაშველო ოპერაციის გეგმების შედგენა;
Thuraya-ს და Iridium-ის სისტემები; სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელობა ველზე; სამთო-სამაშველო სწავლება განსაკუთრებით რთულ რელიეფურ გარემოში; სამთო-სამაშველო კურსის შემაჯამებელი გამოცდა.
მიღების წინაპირობები:
ასაკი: 18+
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სამზე მეტი ასვლა მე-2 კატეგორიის მთაზე.
კონკურსი:
საკონკურსო ტური ემსახურება პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი ფიზიკურ კონდიციის და მოტივაციის მქონე კანდიდატების გამოვლენას.
კანდიდატის შეფასება ხდება 5 კრიტერიუმის შესაბამისად:
-
ფიზიკური კონდიციის ტესტი
-
აღჭურვილობა
-
ტესტირება ტექნიკურ ალპინისტურ უნარებში
-
მოტივაცია
-
გამოცდილება
-
ექსპერტის შეფასება.
-
აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია კურსის გასავლელად იქონიოს: -
C/D კლასის ალპინისტური ფეხსაცმელი
-
ზურგჩანთა (35 – 40 ლ)
-
დაცვის სისტემა
-
ალპინისტური ჩაფხუტი
-
დინამიური თოკი (10 მმ) 60 მ
-
ნახევარი თოკი (8.5 - 9 მმ) 60 მ
-
დამაგრძელებელი სისტემა (Quickdraw) 10-15 სმ სიგრძის ლენტი, 2 კარაბინით დამაგრძელებელი რგოლი 60 სმ სიგრძის შეკრული ლენტი
-
დამაგრძელებელი რგოლი 120 სმ სიგრძის შეკრული ლენტი
-
დამაგრძელებელი რგოლი 180 სმ სიგრძის შეკრული ლენტი
-
დამხმარე თოკი 5-7 მმ, 5 მეტრი
-
ჩამკეტიანი კარაბინი დიდი, სამკუთხედი ფორმის
-
აღჭურვილობის დასაკიდი კარაბინი
-
კარაბინი ჩამკეტის გარეშე
-
თოკზე ქვემოთ დაცურების დაზღვევა (Mini traction)
-
თოკის ჩამჭიდი (T-Block)
-
კლდეზე დაცვის წერტილების საორგანიზაციო საკვეხების კომპლექტი
-
კლდეზე დაცვის წერტილების საორგანიზაციო "ფრენდების" კომპლექტი
-
კლდეზე დაცვის წერტილების საორგანიზაციო კლდის პალოების კომპლექტი
-
კლდის ჩაქუჩი
-
საკვეხების ამოსაღები (ექსტრაქტერი)
-
წერაყინი
-
აფთიაქი
-
მზის სათვალე
-
შუბლის ფარანი
-
სათადარიგო ელემენტები შესაბამისი ელექტრომოწყობილობებისთვის
-
თერმოსი (1/2 – 1ლ.),
-
წყლის მათარა (1/2 – 1ლ.),
-
შესაბამისი რაიონის ტოპოგრაფიული რუკა (1:25.000 ან 1:50.000)
-
ტოპოგრაფიულ რუკაზე სამუშაო სახაზავიანი კომპასი,
-
საძილე ტომარა
-
საიზოლაციო ლეიბი ველზე ღამისთევებისთვის
-
ბივუაკზაკი
-
-
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება - პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.
გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით