თხილამურებით სრიალის
მასწავლებელი
II საფეხური
თხილამურებით სრიალის მასწავლებელი
II საფეხური
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
48 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
18 მარტი - 31 მარტი
(გთხოვთ ოფიციალური რეგისტრაცია გაიაროთ EMIS-ის ბაზაში)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 1 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 2 კვირა (80 სთ)
ლოკაციები:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი.
განმახორციელებელი პარტნიორები:
შპს ემ თი ეი
პროგრამის ღირებულება:
სწავლების საფასური თანადაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება გადაიხადოს 1000 ლარი; ასევე დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია I საფეხურის თხილამურებით სრიალის მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი აიმაღლონ კვალიფიკაცი და მოიპოვონ უფრო მაღალი კატეგორიის სათხილამურო გზებზე სწავლების უფლება. სწავლება ხორციელდება ზამთრის კურორტების (მესტია, ბაკურიანი, გოდერძი) სათხილამურო ტრასებზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით.
პროგრამა ითვალისწინებს თხილამურებით სრიალის მასწავლებლისთვის ისეთი აუცილებელი კომპეტენციების შესწავლას, როგორიცაა: პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; თხილამურებით სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა; თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შედგენა „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალის სწავლება „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალი „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, 80 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დამთავრების შემდეგ, კურსდამდავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად „მწვანე“ და "ლურჯი" კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე თხილამურებით სრიალის სწავლებას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ტურისტზე ზრუნვის, კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე, სათხილამურო სკოლაში, ტურისტულ კომპანიაში.
თხილამურებით სრიალის 2 საფეხურის სტატუსის მქონე მასწავლებლის საქმიანობა ნებადართულია „მწვანე“ და „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე.
#გახდითხილამურისინსტრუქტორი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
თხილამურებით სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა
სწავლის შედეგი 3
თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შედგენა „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
სწავლის შედეგი 4
თხილამურებით სრიალის სწავლება „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
სწავლის შედეგი 5
თხილამურებით სრიალი „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
ლექცია პრობლების დასმით, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
სათხილამურო გზებზე არსებული საფრთხეები და დაბრკოლებები, რელიეფიდან მომდინარე საფრთხეები, მეტეოროლოგიური პირობებიდან მომდინარე საფრთხეები, სხვა ტურისტებისგან მომდინარე საფრთხეები; ტურისტის ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის შეუსაბამობიდან მომდინარე საფრთხეები; სწორი აღჭურვილობის შერჩევა და მორგება.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა, პრაქტიკული სავარჯიშო
თემატიკა:
თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შედგენა: განსხვავებები ინდივიდუალურ და ჯგუფური სწავლების მეთოდებში, მეთოდების შესაბამისი ვარჯიშების შერჩევა; სასწავლო პროცესისთვის ტურისტის აღნაგობის, ფიზიკური და ტექნიკური მომზადების დონის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა; ტურისტის ფსიქოლოგიური და ტექნიკური მომზადების გათვალისწინებით სწავლების გრაფიკის შედგენა, სასრიალო არეალის განსაზღვრა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა, ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
სათხილამურო აღჭურვილობა (პარამეტრები, მოვლა, შენახვა, გამოყენების წესები), აღჭურვილობის შერჩევა და მორგება; „ლურჯი“ კატეგორიის გზებზე თხილამურებით სრიალის საერთო ენა (თეორია, პრაქტიკა): ძირითადიდ მოძრაობები (ტანის ბალანსირება, ტანის მოტრიალება, კანტის გამოყენება); მოძრაობის ცვლილება (დროის გადანაწილება, ამპლიტუდა, მიმართულება, დინამიკა); თხილამურების სახეობები და მათი ზეგავლენა სრიალის ტექნიკაზე.
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
ლექცია პრობლების დასმით, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
შეფასება:
სათხილამურო გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა; თხილამურებზე სრიალის სისტემატიზაცია.
მიღების წინაპირობები:
სამუშაო გამოცდილება:
თხილამურებით სრიალის სწავლების პრაქტიკული გამოცდილება, დადასტურებული სპორტული სათხილამურო სკოლის და/ან სხვა დამსაქმებლის მიერ (მინიმუმ 1 წელი)
კურსზე დაშვების საკონკურსო ტური:
-
თხილამურებით სრიალის ტექნიკური უნარების შეფასება (“მწვანე”, “ლურჯი” და “წითელი” კატეგორიის სათხილამურო გზაზე გამართულად სრიალი)
-
თხილამურბით სრიალის სწავლების უფლების დამადასტურებელი 1 საფეხურის სერტიფიკათი, გაცემული „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ - ს მიერ ან "სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა" - ს და საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის (GMGA) მიერ გაცემული სერთიფიკატი „თხილამურებზე სრიალის და ტექნიკის მეთოდიკის ინსტრუქტორის კურსი.“ 1 დონე ან საერთაშორისო სტატუსის მქონე სერთიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს 1 ან 2 საფეხურის შესაბამის მოთხოვნებს ან ცნობა - სერთიფიკატი, რომლითაც დასტურდება 1 ან 2 საფეხურისთვის საჭირო უნარების ფლობის კომპეტენცია.
აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია პროგრამაზე დასასწრებად იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა:
-
კურსის შინაარსის შესაბამისი თხილამური, თხილამურის სამაგრი;
-
სათხილამურო წყალგაუმტარი ტანსაცმელი;
-
სათხილამურო ფეხსაცმელი;
-
სათხილამურო ჯოხები;
-
ჩაფხუტი;
-
მზის სათვალე;
-
ხელთათმანი
-
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.
გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით