top of page
IMG-20230304-WA0016.jpg

სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობის და პოზიციონირების კურსი 
I საფეხური

IMG-20230304-WA0006.jpg

ინდუსტრიული ალპინიზმი I საფეხური

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

8 მსმენელი

მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 8

მსმენელთა მინიმალური რაოდენობა ჯგუფში 2

კურსის ჩატარების პერიოდი: 

20 მაისი - 11 ივნისი 

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 1 კვირის მანძილზე

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 40 საათი

ლოკაციები:

მესტია-ქუთაისი

პროგრამის ღირებულება: 

სახელმწიფოს თანადაფინანსებით სწავლის ღირებულება შეადგენს

600  ლარს; მსმენელი ვალდებულია დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯები და იქონიოს პირადი აღჭურვილობა. 

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
Anchor 2

პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს სასიმაღლო სამუშაოებზე დასაქმების მსურველების პროფესიულ მომზადებას, სასიმაღლო სამუშაოებისთვის აუცილებელი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და კონკრეტული მიმართულებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ინდუსტრიული ალპინიზმის პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი რომელიც შეძლებს ვერტიკალურ თოკზე გადაადგილებას, საჭირო მანევრების განხორციელებას და ვერტიკალურ თოკზე დაკიდებული დაზარალებულის სამაშველო ოპერაციის შესრულებას.

პროგრამის აღწერა

ინდუსტრიული ალპინიზმის (1 საფეხური) პროფესიული მომზადების პროგრამა გათვალისწინებულია სასიმაღლო სამუშაოების პროფესიის შესწავლის მსურველებისთვის. სწავლება ხორციელდება C გარემოში, სპეციალურად მოწყობილ და შესაფერისი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზში, ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ პირობებში (2 მ. და მეტ სიმაღლეზე) და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. სწავლებისას ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა

უნდა იყოს 1/4. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება C გარემოში, ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის განსახორციელებლად სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ სასიმაღლო სამუშაოების გადამზადების პროგრამა საერთაშორისო (ISIA) სტანდარტების შესაბამისად. მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი ჩატარდება სწავლის ბოლოს და შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას, კვირაში 40 სთ. სწავლების დამთავრების შემდეგ კურსდამთვრებულს შეეძლება ვერტიკალურ თოკზე გადაადგილება, სადგურის ადგილის შერჩვა-მოწყობა, ჩასატარებელი სამუშაოს სირთულის შეფასება და დაგეგმვა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. 1 დონის სპეციალისტს უფლება აქვს შეასრულოს სასიმაღლო სამუშაოები მეორე დონის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ; მუშაობის პროცესში სპეციალისტები ახორციელებენ ერთმანეთის მონიტორინგს და დაზღვეული არიან ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თოკის სისტემით.

ჩატარდება სწავლის ბოლოს და შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, 320 საათის მოცულობით, რომელიც გადანაწილებულია ერთ სასწავლო წელზე, ოთხივე სეზონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროგრამით გათვალისწინებული მეხუთე და მეექვსე კვირა ხორციელდება თურქეთის პროვინცია გეიკბაირში. სწავლების დამთავრების შემდეგ კურსდამთვრებულს შეეძლება ორიენტირება და ნავიგაცია გარემოში, კლდეზე ცოცვის ტურის დაგეგმვა, კლდეზე საცოცი მარშრუტის შერჩევა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა, კლდეზე ცოცვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მობილური დაცვის აღჭურვილობით შუალედური დაცვების გამზადება, დაცვის სადგურების ორგანიზება, საცოც მარშუტებზე სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, On sight, Flash და Red point ცოცვის სტილით ცოცვა, ხელოვნურ კედელზე ცოცვის სწავლება დამწყები მეკლდეურებისთვის, ხელოვნურ კედელზე საცოცი მარშრუტების აწყობის სწავლება.

Carbine and Rope

#გახდიგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

სასწავლო კვირა I 

First Aid box on pink BG

კვირა:

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული მეცადინეობა ინტერაქციული ლექცია

სწავლის შედეგი:

1: პირველადი გადაუდებელი დახმარება.
2 : აღჭურვილობის შერჩევა, მოვლა და შენახვა. 3: საჭირო კვანძების გაკეთება.
4: სადგურების მოწყობა.
5: უსაფრთხოების ნორმების დაცვით თოკზე ვერტიკალურად გადაადგილება.
6: საბაზისო სამაშველო ოპერაციის ჩატარება.

ემატიკა:

პირველადი გადაუდებელი დახმარება

  • პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები;

  • გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია;

  • სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა;

  • სისხლდენის შეჩერება;

  • გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება;

  • ჭრილობების მართვა;

  • დამწვრობის მართვა;

  • წყალში დახრჩობა;

  • ნარკოტიკებით ზედოზირების მართვა;

  • ანაფილაქსია;

  • კრუნჩხვა, გულის წასვლა;

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი);

  • გულ-მკერდის ტკივილი;

  • ელექტრო ტრავმის მართვა;

  • სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა;

  • ცხოველების ნაკბენების მართვა.

  • ინდუსტრიული ალპინისტური აღჭურვილობა:
    ძირთადი და დამხმარე თოკები; ძირითადი და დამხარე თოკების სახეობები, შესაბამის ფუნქციები და გამოყენების წესები. ინდივიდუალური დაცვის სისტემები, ფუნქციები და გამოყენების წესები;
    საბაზისო ტექნიკური საშუალებები: კარაბინები, დამშვები, დამხმარე რგოლები, დამაგრძელებელი; მათი სახეობები, ფუნქციები და გამოყენების წესები; ჩაფხუტი; აღჭურვილობის შენახვის წესები.

• ტექნიკური სისტემები:
კვანძები: გადასაბმელი, გამოსაბმელი, ჩასაბმელი, ჩამჭიდი, უზანგი, ნახევრად უზანგი, ბლოკი; თოკის ახვევა, თოკის დაგრძელება; დაცვის და დაშვების ორგანიზება სამუშაოსთვის შესაბამის რელიეფზე;

• სამუშაო გარემოს შეფასება, სადგურის მოწყობა
დაგეგმილი სამუშაოსთვის შესაბამისი აღჭურვილობის მომზადება, სადგურის ადგილების შერჩევა და საფრთხის შემთხვევაში სადგურის დაცვა, თოკების ინსტალაცია, შემოწმება,

პრაქტიკული სავარჯიშოს შესაბამისი გეგმის შედგენა;

• თოკზე ვერტიკალურად გადაადგილება
უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით თოკზე ვერტიკალურად გადაადგილება;

• საბაზისო სამაშველო ოპერაციის ჩატარება
დაზარალებულთან მისვლა, დაზარალებულის კონდიციის შემოწმება, დაზარალებულის საკუთარ სისტემაზე გადმობმა, დაშვება, შესაბამის პოზიციაში მოთავსება და პირველადი დახმარების აღმოჩენა.

მიღების წინაპირობები:

პირობები:

ასაკი :18

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)

 

მსმენელი ვალდებული უზრუნველყოფს საკუთარი ცხოვრების და კვების ხარჯები. (სწავლება ჩატარდება მესტიაში, სწავლებისთვის შესაბამისად აღჭურვილ დარბაზში.)

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page