
ოვერლენდ
ტურის გამყოლი


ოვერლენდ ტურის გამყოლი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
8
კურსის ჩატარების პერიოდი და ხანგრძლივობა:
15 მაისი 30 ივლისი
კვირეული სასწავლოსაათობრივიდატვირთვა: 40
ლოკაციები:
თბილისი, კახეთი, ფშავი, გუდაური, სტეფანწმინდა, დუშეთი
განმახორციელებელი პარტნიორები:
ტოიოტა
კავკასია
საქართველოს სამთო გამყოლთა საოციაცია
პროგრამის ღირებულება:
სახელმწიფოს თანადაფინანსებით სწავლის ღირებულება შეადგენს 375 ლარს; მსმენელი ვალდებულია დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯები და იქონიოს პირადი აღჭურვილობა. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
პროგრამის შესახებ
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მსმენელები შეისწავლიან ოვერლენდ
ტურისთვის ავტომობილის მომზადებას/შენახვას/შეკეთებას, უსაფრთხო მართვის
ტექნიკურ უნარებს, ტარებას სხვადასხვა სირთულის და საფარის რელიეფზე, მაღალი
გამავლობის ავტომობილებით მრავალკომპონენტიანი სათავგადასავლო აქტვობების
ტურების და ექსპდიციების დაგეგმვას და ორგანიზებას. სწავლება ხორციელდება საველე
პირობებში. უსაფრთხოების სპეციფიკიდან გამომდინარე მასწავლებლის და მსმენელთა
თანაფარდობა უნდა იყოს 1/4-თან. პროგრამით გათვალისწინებული თეორიულინაწილიც ისწავლება საველე პირობებში, ინსტრუქტაჟის გზით. განმავითარებელი
შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი
ჩატარდება სწავლის ბოლოს.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას, კვირაში 40 საათს, ჯამში 160 საათს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სათავგადასავლო ტურიზმის დისციპლინების დიპლომირებული და
სერტიფიცირებული გამყოლების გადამზადება ოვერლენდ ტურ გამყოლებად
(ოპერატორებად), რომლებიც შეძლებენ დაგეგმონ და ორგანიზება გაუწიონ ტურებს და
ექსპედიციებს, მაღალი გამავლობის ავტომობილებით საქართველოს რთულად მისაღწევ
რეგიონებში და ამ რეგიონებში შეძლონ სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობების
ორგანიზება.
ასევე, პროგრამის მიზანია საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმში პროფესიული
განათლების პოპულარიზაცია, სათავგადასავლო ტურიზმში ჩართული დიპლომირებული
და სერტიფიცირებული გამყოლების ცოდნის და უნარების დიაპაზონის გაფართოება,
რომ მათ შეძლონ ტურისტებისთვის 4 სეზონის განმავლობაში დივერსიფიცირებული
სერვისების მიწოდება.

#გახდიოვერლენდერი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
შესავალი ოვერლენდ ტურიზმში
სწავლის შედეგი 2
ოვერლენდ ტურის ავტომობილების სპეციფიკაცია, ექსპლუატაცია და მოვლა
სწავლის შედეგი 3
ოვერლენდ ტურზე ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა
სწავლის შედეგი 4
ოვერლენდ ტურის ოპერირება და გაძღოლა






