top of page
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლებისა სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ.

 

2021 წლიდან „სამთო გამყოლთა ასოციაცია“ არის სამთო გამყოლთა  ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი, ხოლო  სკოლის სამთო გამყოლის პროგრამამ  მიიღო საერთაშორისო აღიარება. საქართველოში დიპლომირებულ  სამთო გამყოლებს აქვთ შესაძლებლობა აწარმოონ პროფესიული საქმიანობა IFMGA-ს წევრ 25 ქვეყანაში. დაწყებულია „მთის ლიდერთა  საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA)“ გაწევრიანების  პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლა ნერგავს საფეხმავლო  გამყოლის კურსის საერთაშორისო სტანდარტს საქართველოში. ასევე, საფრანგეთის ალპინიზმის და  თხილამურების  ეროვნულ სკოლასთან (ENSA) და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ მუშაობს ახალი სათავგადასავლო პროფესიების დანერგვასა და განვითარებაზე. 

 

სკოლას აქვს საწვრთნელი ბაზები გუდაურსა და დუშეთში, გეგმაშია  სამთო ქოხების მშენებლობა ყაზბეგსა და სვანეთშიც. განათლების  სამინისტროსთან პარტნიორობით და გერმანიის მთავრობის  ხელშეწყობით,  სკოლა ავითარებს საერთაშორისო ტურიზმის კოლეჯ - პანსიონს დუშეთში, რომელიც  ახალგაზრდებს შესთავაზებს სათავგადასავლო ტურიზმის,  სტუმართ-მასპინძლობისა და მომიჯნავე სფეროების, სხვადასხვა  საფეხურის პროფესიულ და სასერთიფიკატო პროგრამებს. ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი იქნება ერთ-ერთ ყველაზე  კონკურენტული პროფესიული სასწავლებელი შავი და კასპიის ზღვების  რეგიონებში, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ  გაძლიერებას და ქვეყანაში ხარისხიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას.

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page