მიმდინარეობს გვერდის განახლება
სპელეოტურიზმის საფუძვლები
სპეოლეოლოგია შეისწავლის ბუნებრივად წარმოშობილ მღვიმეებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს. ადგენს მღვიმეების წარმოშობას, ასაკს, ევოლუციას, სტრუქტურას, მორფოლოგიასა და ეკოსისტემებს. ჩვენს საზაფხულო სკოლაში თქვენ ეწვევით ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და გაეცნობით სპელეოლოგიის საფუძვლებს.
კანიონინგის საფუძვლები
კანიონინგის გამყოლობა, გარდა ჩინებული ფიზიკური მომზადებისა და თოკებთან უზადოდ მუშაობის გამოცდილებისა, მდინარეში სიარულის, ცურვის, ჩანჩქერებთან გამკლავებისა და სხვა მრავალ გამორჩეულ უნარს მოითხოვს. ჩვენი პროგრამა/კანიონინგის კლასი გთავაზობთ დამწყები პირებისთვის სპეციალურად ორგანიზებულ სწავლებას. მილიონობით წლის განმავლობაში მდინარეების ზემოქმედების შედეგად შექმნილ ღრმა და ვიწრო ხეობებში, პირველად მოირგებთ სპეციალურ აღჭურვილობას და გაეცნობით კიდევ ერთი უნიკალური და ამაღელვებელი სათავგადასავლო აქტივობის - კანიონინგის საფუძვლებს.
კანიონინგის კლასი შედგება 5 მსმენელისგან და 2 ინსტრუქტორისგან. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სკოლის ადმინისტრაცია და ინსტრუქტორები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უშუალოდ კანიონინგის კლასის დაწყებამდე მიიღებენ გადაწყვეტილებას სწავლების ჩატარებაზე. როგორც ყველა სხვა აქტივობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კანიონინგის კლასში დისციპლინა და ინსტრუქტორის მითითებების ზუსტად შესრულება აუცილებელია! თოკზე დაშვების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ კანიონინგის კლასი ჩატარდება კვანძებისა და თოკთან მუშაობის სწავლების შემდგომ ეტაპზე.
მდინარის კვეთა
საფეხმავლო მარშრუტებზე ხშირად გვხვდება მდინარის კვეთის აუცილებლობა. ამ სიტუაციაში აუცილებელია უსაფრთხო ადგილის შერჩევა. მდინარის გადასალახად უსაფრთხო ადგილის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ: წყლის სიღრმე, დინების სიჩქარე და მდინარეში შესვლისა და გამოსვლის უსაფრთხო პუნქტები. მომავალ გამყოლთა საზაფხულო სკოლაში თქვენ ისწავლით მდინარის კვეთის საფუძვლებსა და მეთოდიკას.