top of page
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

სასიმაღლო სამუშაოების უსაფრთხო პრაქტიკა 

II საფეხური

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

8 მსმენელი

კურსის ჩატარების პერიოდი: 

2024 წელი

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

1 კვირა ( 40 სთ)

ლოკაციები:

მესტია

განმახორციელებელი პარტნიორები:

ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA

შპს მთის გიდების ოფისი

პროგრამის ღირებულება: 

სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი;  იქონიოს პირადი აღჭურვილობა.

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

პროგრამის შესახებ

პროგრამა გათვალისწინებულია სასიმაღლო სამუშაოების პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის.
სამონტაჟო, სადემონტაჟო  და სარემონტო სამუშაოების წარმოება „ინდუსტრიული ალპინიზმის“ მეთოდით, გულისხმობს სერვისის მიწოდებას, თოკებით და სპეციალური აღჭურვილობით.  

პროგრამა შექმნილია სამთო გიდების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით და საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით.

კურსზე ისწავლება: პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები; კომპლექსური მანევრების შესრულება თოკზე; კომპლექსური სამაშველო ოპერაციის ჩატარება; ვარდნის სისტემის მონტაჟი და „სარეზერვო“ სისტემის ინსტალაცია. 

სწავლება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ და შესაფერისი ინვენტარით აღჭურვილ დარბაზში, პრაქტიკული გაკვეთილების და დავალებების სახით პედაგოგის დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის სწავლება შეიძლება განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. 

პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას, 40 საათის მოცულობით.  

კურსდამთვრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ან იყვნენ თვითდასაქმებულნი და შეასრულონ შემდეგი სახის სასიმაღლო სამუშაოები: ფასადების განათების მონტაჟი, სახანძრო სავენტილაციო არხების (მილების) მონტაჟი, ფასადის დათბუნება, ფასადის ღებვა, წყალსაწრეტი მილების, ბუხრის მილების, გამწოვი მილების მონტაჟი, ფასადის წმენდა, სარეკლამო ბანერების კონსტრუქციების მოწყობა და სხვადასახვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. 

2 დონის სპეციალისტს ეძლევა უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს 3 დონის სპეციალისტის მიერ დაგეგმილი სასიმაღლო სამუშაოები. 

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

#გახდიინდუსტრიულიალპინისტი

სწავლის შედეგები და თემატიკა

 სწავლის შედეგი 1  

პირველადი გადაუდებელი დახმარება

 სწავლის შედეგი 2 

კომპლექსური მანევრის შესრულება თოკზე

 სწავლის შედეგი 3 
კომპლექსური
სამაშველო
ოპერაციის ჩატარება

 სწავლის შედეგი 4 
ვარდნის სისტემის
მონტაჟი და „სარეზერვო“ სისტემის ინსტალაცია

First Aid Kit
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

კვირა:

II - XVII 


ლოკაცია:

-

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი

თემატიკა:

პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება  და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.

კვირა:

I


ლოკაცია:

მესტია

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

სხვადასხვა კომპლექსური მანევრები თოკზე
თოკების ფიზიკა; თოკზე გადაადგილების მანევრები - თოკზე მოძრაობა; თოკზე დაშვება (ძირითადი მანევრი); დაბრკოლებებზე დაშვება; დაშვება კვანძებზე და კიდეებზე; თოკის შეცვლა დაშვების დროს.~

კვირა:

I


ლოკაცია:

მესტია

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

კომპლექსური სამაშველო ოპერაცია, სამაშველო საფუძვლები; სიტუაციის შეფასება / პირველი ზომები; ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომპლექსური სამაშველო ტექნიკა. 

კვირა:

I


ლოკაცია:

მესტია

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

დასაშვები და მობილური ვარდნის დამჭერი მოწყობილობა ბუნებრივი საფრთხეები; უსაფრთხოების შემოწმება.

მიღების წინაპირობები:

  • ასაკი:18+

  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)

  • 1 საფეხურის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლის აღებიდან გასულია მინიმუმ 6 თვე 

  • 1 საფეხურის სერთიფიკატის აღების შემდგომ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საწარმოო პრაქტიკის დამადასტურებული ცნობა, გაცემული დამსაქმებლის მიერ. 

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი II საფეხური

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page