top of page
Asset 14_3x.png
Mta Mta Marathon
down
Mta Mta Marathon
Mta Mta Marathon

რა არის მთა-მთა?

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

მთა-მთა მარათონი

მთა-მთა მარათონი

 მონაწილეები

რა საკონკურსო დისციპლინებს
მოიცავს  მარათონი?

მთა-მთა გამყოლთა მარათონი განსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულის კომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა, მასში თავმოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსა თუ წყალზე და მოიცავს გამყოლის საკვანძო პროფესიული კომპეტენციების დემონსტრირებას.

Mta Mta Marathon

საგამყოლო უნარების დემონსტრირება

გამყოლობა
საცხენოსნო ტურზე

გამყოლობა
ველო ტურზე

გამყოლობა
ჯომარდობის ტურზე

გამყოლობა 4X4
საექსპედიციო ტურზე

საკვანძო კომპეტენციები
 

კალენდარი

დღე 1

ქედელი

კონვოი: თბილისი - ქედელი -> Lost Ridge Ranch

ღონისძიებები:

  • მარათონის გახსნა

  • მედია ღონისძიებები

  • კონკურსი #1: გამყოლობა საცხენოსნო ტურზე

  • ღამისთევის და კვების ორგანიზება

  • მოდევენო დღის ტურის დაგეგმვა

  • MTA-MTA Chronicles

რატომ შეიქმნა
გამყოლთა მარათონი?

​ჩვენი პროექტი ემსახურება გიდების უნიკალური პროფესიის აღიარებას, დაფასებასა და პოპულარიზაციას, რადგან კარიერას სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლია გააძლიეროს ახალგაზრდები - საინტერესო, სიახლეებით სავსე, ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, გამყოლებს აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო საქართველოში.

ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლის კარიერა უნიკალური გამოცდილებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ შესაძლებლობას პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის, და ამასთან ერთად, მოაქვს უამრავი სიკეთე როგორც ინდივიდების, ისე მათი ოჯახების, თემის და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
Mta Mta Marathon
Mta Mta Marathon

#გახდიგულშემატკივარი

ახალგაზრდების მოზიდვას და ჩართვას საინტერესო, მაღალშემოსავლიან პროფესიაში, მათი ღირსეული და წარმატებული მომავლისათვის

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არსებული სტერეოტიპების შემცირებას და ქალთა ჩართულობის წახალისებას

საქართველოს უნიკალური ბუნებრივი და ადამიანური რესურსების წარმოჩენას,  ქვეყნის უსაფრთხო და ხარისხიან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე

გამყოლების, მაშველების, სათხილამურო მასწავლებლების და სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაციას

პროფესიული განათლების, უნარების და სერტიფიცირების

 პოპულარიზაციას

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები თემების სოციო - კულტურულ ინტეგრაციას და მედეგობის გაძლიერებას;

პროექტი ემსახურება:

მისია და ხედვა

ჩვენი მისიაა საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი სათავგადასავლო ტურიზმის გლობალურად აღიარებულ ქვეყნებს შორის, როგორც მიმართულებამ, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას მოგზაურებისთვის, აწვდის მათ საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი გამყოლების და ტურიზმის სპეციალისტების მეშვეობით.
 
ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდები, მივაწოდოთ მათ საინტერესო კარიერისთვის და მაღალშემოსავლიანი დასაქმებისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არამხოლოდ უშუალოდ გამყოლების, არამედ მათი ოჯახების, თემის, რეგიონისა და მთელი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და მიგრაციის შემცირებას.
 
ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმი არის პოზიტიური ცვლილებების ძლიერი კატალიზატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, ღირსეული ანაზღაურება და საყოველთაო კეთილდღეობა.

მთა-მთა (მარათონი)
00:19
სამაშველო ოპერაცია კლდეზე
02:57
ველოტურის კონკურსი
01:56
ჯომარდობის კონკურსი
01:39
რეზი  ჩხაიძე
03:31
ცოტნე ცაავა
02:47
ვიკა ფილფანი
02:37
ანანო ფილფანი
02:26
Mta Mta Marathon
Blue Skies
  • როგორ შეიქმნა მარათონი „მთა-მთა“
    2021 წელს, აშშსაელჩომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსისი ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლებისთვის. ამ კონკურსის მისია - პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, უნარების განვითარების ხელშეწყობა ეროვნულდონეზე, სტერეოტიპების და სტიგმებისდამარცხება დაუნარების ეკოსისტემაში ქალების ჩართულობის გაზრდა სრულიადპასუხობდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისღირებულებს დასტრატეგიულ მიზნებს, შესაბამისად, ჩვენინდუსტრიულ პარტნიორებთან - Lost Ridge Ranch, ABK MTA, დამფუძნებლებთან - საქართველოს სამთოგამოყოლთა ასოციაცია, საქართველოს განათლების სამინისტრო დაუნარების სააგენტოსთან ერთად ჩვენშევქმენით საკონკურსო პროექტი „გამყოლთა მარათონიმთა-მთა“, რომელმაც გაიმარჯვაკდეც აშშსაელჩოს კონკურსში.
  • მარათონის მისია
    მთა-მთასრულიად გამორჩეული პროფესიის - სათავგადასავლო ტურიზმისგამყოლის პროფესიისაღიარების, დაფასებისდა პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლობა უნიკალურიგამოცდილებაა ახალაგზრდა ადამიანების პიროვნულითუ საქმიანიგანვითარებისთვის დაამასთან ბევრისიკეთე მოაქვსმათი ოჯახების, თემის დასაბოლოოდ ეროვნულდონეზე. გამყოლთა მარათონიმთა-მთა 2023 იქნება საქართველოში პირველი კონკურსისათავგადსავლო უნარებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდსერტიფიცირებული გამყოლები. #გახდიგამყოლი - ისმოწოდებაა რომლიციქცა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისკურსდამთავრებულების, სტუდენტების, გულშემატკივრების მთავარი მოწოდებაახალგაზრდა თაობისადმი.
  • მარათონის მოტო
    სრულიად საპირისპიროდ გაბატონებული სტერეოტიპისა რომ გამყოლობამამაკაცური პროფესიაა, საგამყოლო საქმიანობისთვის აუცილებელი თვისებები - ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა, დაგეგმვა დაა.შ. თანაბრად აქვთქალებს დამამაკაცებს. ამიტომ, საზოგადოებისთვის ამრეალობის უკეთგასაცნობად მარათონშიმონაწილეობას იღებენ 2 ქალისა და 2 მამაკაცისგან შემდგარი 5 გუნდი.
  • მარათონის ფილოსოფია. მთა-მთა - შეჯიბრი თუ მოგზაურობა?
    გამყოლთა მარათონისაქართველოში პირველისათავგადასავლო უნარებისკონკურსია, რომელშიცმონაწილობას მხოლოდსერტიფიცირებული პროფესიონალები - სამთო, სათხილამურო, საფეხმავლო და სხვასათავგადსავლო ტურიზმისგამყოლები მიიღებენ. მთაში, წყალზე, მღიმეშითუ ჰაერში - პროფესიონალი გამყოლისსაქმე სტუმრისთვის უნიკალურიკულტურული, ემოციური, სულიერი გამოცდილების გაზიარებაა ისე, რომ ისინიოჯახებს ჯანმრთელები და ბედნიერე