top of page

სკოლის მისია

ა(ა)იპ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ მისიაა საქართველოს ტურისტულ რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა. ეს მიიღწევა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებით.

სკოლა აღიარებს პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინტერესების პრიორიტეტულობას და ხელს უწყობს ისეთი პროფესიონალების მომზადებას/განვითარებას, რომლებიც აფასებენ, იცავენ და მხარს უჭერენ ქვეყნის ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, აგრეთვე უზრუნველყოფენ ბუნებრივი და მატერიალური რესურსების მდგრად გამოყენებას, ხოლო სტუმრებისთვის/ ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს, კომფორტს და მაღალი დონის მომსახურებას.

 

დამატებით, „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ ქმნის და ავითარებს ახალგაზრდების პროფესიული და სოციალური გაძლიერების ეკოსისტემას, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზრდილებს სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც მათ საკუთარი უნარებისა და პოტენციალის გამოვლენის და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ეკოსისტემა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან პროფესიულ, სოციალურ და პიროვნულ ზრდას, რაც ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ უსაფრთხო, ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

imgi_22_closing-background-BBsCWx9k.jpg

სკოლის ხედვა

ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ხედვაა, 2032 წლისთვის, ჩამოყალიბდეს ქვეყნის წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობით, მოამზადებს სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. სკოლის საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასა და ტურიზმის სფეროს მდგრად წინსვლაში. შესაბამისად, სკოლის მიზანია საქართველოს მთიან და სოფლად მცხოვრებ ათასობით ახალგაზრდას შესთავაზოს განვითარების თანმიმდევრული გზა:

·       ძირითადი კომპეტენციებიდან საერთაშორისო სტანდარტებამდე და აღიარებულ სერთიფიკატებამდე;

·       საბაზისო უნარებიდან უმაღლესი კლასის, მაღალანაზღაურებად პროფესიულ შესაძლებლობებამდე;

·       დაბალანაზღაურებადი სამუშაოებიდან მაღალშემოსავლიან და პერსპექტიულ სამუშაო პოზიციებამდე;

·       დასაქმებულობიდან თვითდასაქმებამდე;

·       სოციალური იზოლაციიდან აქტიურ მოქალაქეობამდე;

·       დამოკიდებულებიდან თავისუფლებამდე.

სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების შექმნა-განვითარებით, სკოლა ხელს შეუწყობს საქართველოს მთიანი რეგიონების ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის განმტკიცებას. მისი საქმიანობის შედეგად, სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების გამყოლები და ინსტრუქტორები მოიპოვებენ საერთაშორისო აღიარებას და გახდებიან შესაბამისი პროფესიული ასოციაციების (UIMLA, ASCIA, IFMGA Canyoning და სხვა) წევრები.

 

სკოლა მოამზადებს სპეციალისტებს იგივე წარმატების მოდელით, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს სამთო გამყოლების საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ინტეგრირება, IFMGA-ში ქვეყნის გაწევრიანება და სკოლის დიპლომის საერთაშორისო სერტიფიკატის სტატუსით დამკვიდრება.

ა(ა)იპ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ ხედვა ემყარება ევროპულ მრავალწლოვან გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც მთიან ქვეყნებში სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიები წარმოადგენენ ძლიერი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტს - განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლად გარემოში ცხოვრობენ.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

ღირებულებები

1.     პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება - გამორჩეული პროფესიული სტანდარტები, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ეთიკური საზღვრების პატივისცემა.

2.     უსაფრთხოების უზენაესობა - პროფესიული სტუდენტების/მსმენელების, საწარმოო პრაქტიკის სტუმრების/ვიზიტორების და ექსპერტების უსაფრთხოება - როგორც ძირითადი ინსტინქტი და არა როგორც ფორმალური პროცესი.

3.     პასუხისმგებლობა ბუნებისა და საზოგადოების წინაშე - საქართველოს ბუნებრივი და სოციალური გარემოს პატივისცემა, დაცვა და სწორი გამოყენება.

4.     სამართლიანობა და ტოლერანტობა - არადისკრიმინაციული, ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ადამიანს აქვს განვითარების შანსი.

5.     ინოვაცია და უწყვეტი განვითარება - სწავლის, სწავლების და მუშაობის მუდმივი გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების დანერგვა.

6.     გუნდის ძალა და კოლექტიური ზრდა - თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება - როგორც სკოლის, ასევე თემების დონეზე.

7.     საჯაროობა და გამჭვირვალობა - მუშაობის ღია და სანდო სტილი, მკაფიო ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესები.

8.     ეთიკისა და ქცევის კოდექსის დაცვა - სკოლის თითოეული წევრი ემორჩილება ქცევის სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს პროფესიონალურ, სოციალურ და ადამიანურ საქციელს.

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page