
კანიონინგის გამყოლი


კანიონი ნგის
გამყოლი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
6 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
15 ოქტომბერი 2024 – 30 ივლის 2025
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 9 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 7 კვირა (110 სთ)
ლოკაციები:
კანიონები - თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა
განმახორციელებელი პარტნიორები:
საქართველოს კანიონერთა ეროვნული ფედერაცია
პროგრამის ღირებულება:
სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა მიზნად ისახავს კანიონინგის გამყოლად დასაქმების მსურველების პროფესიულ მომზადებას. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც კანიონინგის ზოგად ნაწილს (ინვენტარი და აღჭურვილობის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის, ჩანჩქერიდან დამშვები სისტემის სახეობები, მიმღები სადგურის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის; კანიონის სახეობები, ამინდის შეფასება და რისკების განსაზღვრა; სადგურებისა და ორ-სამ წერტილოვანი მიმღები სისტემების აწყობა კანიონში და სხვ.) ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება-ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება).
პროგრამა ხორციელდება სპეციფიურ გარემოში, კანიონებში და მათ მისადგომებთან. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, მაგრამ ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ( იმერეთი, სამეგრელო, რაჭა, აჭარა) განხორციელდება სხვადასხვა სირთულის და ხანგრძლივობის კანიონინგის ტურები.
პროგრამის ხანგრძლივობაა 7 კვირა, 280 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დამთვრების შემდეგ, კურსდამთავრერბულებს ეცოდინებათ ვიზიტორებთნ მუშაობის წესები და კომუნიკაციის ფორმები; სალაშქრო ამინდის სწორად შერჩევა და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა; სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით, კანიონში დამშვები სისტემების აწყობა; კანიონში სწორად გადაადგილება; თოკთან მუშაობა; კრიტიკული სიტუაციების მართვა; მთის მდინარისა და დინებების გადაკვეთა; საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის ტიპების აღწერა, მათი მოვლა-ექსპლუატაცია და გამოყენების წესები. ასევე კანიონების სტრუქტურული სახეობები, მათი დონეების, წყლის, ქანების და ხეობების მიხედვით შესწავლა.
კურსდამთვრებულები შეძლებენ გაუძღვნენ ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სირთულის კანიონინგისთვის წინასწარ ინფრასტრუქტურულად მომზადებულ მარშრუტებზე.

#გახდიკანიონინგისგამყოლი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში
სწავლის შედეგი 3
ინვენტარი და აღჭურვილობის ტიპები და მათი მომზადება
ექსპლუატაციისთვის
სწავლის შედეგი 4
ჩანჩქერიდან დამშვები სისტემის სახეობები, მიმღები სადგურის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის




სწავლის შედეგი 5
კანიონის სახეობები, ამინდის შეფასება და რისკების განსაზღვრა

სწავლის შედეგი 6
სადგურებისა და ორ-სამ წერტილოვანი მიმღები სისტემების აწყობა კანიონში

სწავლის შედეგი 7
მთის მდინარეებში ფეხით გადაადგილება

სწავლის შედეგი 8
წყალუხვი მდინარეების ცურვით გადაკვეთა

სწავლის შედეგი 9
ინცინდენტის დროს სამაშველო ოპერაციის განხორციელება

სწავლის შედეგი 10
ტურის დაგეგმვა კანიონის სტრუქტურული ანახაზის გათვალისწინებით

სწავლის შედეგი 11
კანიონში ჯგუფთან მ უშაობა, მათთვის დაცვების მომზადება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

სწავლის შედეგი 12
ღამის პირობებში ღრმა აუზიანი და უხვწყლიანი კანიონის გავლა

სწავლის შედეგი 13
მღვიმოვანი კანიონის გავლა

სწავლის შედეგი 14
უხვწყლიანი და მაღალჩანჩქეროვანი კანიონის გავლა

სწავლის შედეგი 15
მაღალჩანჩქეროვანი, მრავალკასკადოვანი და დაბალწყლიანი კანიონის გავლა

სწავლის შედეგი 16
ჩქარი და უხვწყლიანი კანიონის გავლა
