
ჯომარდობის ტურის გამყოლი


ჯომარდობის
ტურის გამყოლი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
10 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
20 ოქტომბერი 2023 – 20 ნოემბერი 2023
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 1 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 3 კვირა (110 სთ)
ლოკაციები:
ცაგერის რაიონი, სოფ. ალპანა
განმახორციელებელი პარტნიორები:
ი/მ თომა ფრუიძე
პროგრამის ღირებულება:
სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროფესიული გადამზადების პროგრამა გათვალისწინებულია ჯომარდობის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის. სწავლება მოიცავს, როგორც ჯომარდობის ზოგად ნაწილს ( ჯომარდობის სახეობების და ტექნიკური მახასიათებლების, საწყლოსნო უსაფრთხოების წესების აღწერა, აუცილებელი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, საჯომარდო ტურის განხორციელება) ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება-ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება).
პროგრამა ხორციელდება სპეციფიურ გარემოში, მდინარეზე და მდინარის პირას. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, მაგრამ ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით,
განხორციელდება სასწავლო საჯომარდო ტურები.
პროგრამის ხანგრძლივობაა 3 კვირა, 110 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის დამთავრების შემდეგ, კურსდამთვრებულს ექნება ცოდნა, უნარი და გამოცდილება, რომ უსაფრთხოდ და კომპეტენტურად მართოს საჯომარდო ნავი (RAFT), ეცოდინება მდინარეზე სამაშველო სამუშაოების განხორციელების ძირითადი პრინციპები, მდინარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და სამაშველო სამუშაოს დაგეგმვა, სამაშველო სამუშაოს ჩატარება ინდივიდუალურად და ჯგუფურად, საჯომარდო ტურის განხორციელება, ნავის მართვის ტექნიკა, საჯომარდო ნავის აღჭურვილობის სტანდარტები, მოვლა და შენახვა, ინსტრუქტაჟის ჩატარება; მას შეეძლება გაუძღვეს ტურისტს/ტურის-ტების ჯგუფს 2 კატეგორიის საწყლოსნო მარშრუტზე.
კურსდამთვრებული მიიღებს 2-ე დონის გამყოლის ლიცენზიას და უფლება ექნება იმუშაოს საჯომარდო გიდად 2-ე კატეგორიის სირთულის მქონე მდინარეზე.

#გახდიჯომარდობისტურისგამყოლი
სწავლი ს შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
შესავალი
სათავგადასავლო ტურიზმში
სწავლის შედეგი 3
მდინარეზე სამაშველო სამუშაოების განხორციელების ძირითადი პრინციპები
სწავლის შედეგი 4
მდინარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და სამაშველო სამუშაოების დაგეგმვა



