

რა არის „სათავგადასავლო ბანაკი“?
სათავგადასავლო ბანაკი არის სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ფარგლებში შექმნილი პროგრამა IX–XII კ ლასის მოსწავლეებისთვის.
ბანაკის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობენ მრავალფეროვან აქტივობებში, რომლებიც აერთიანებს ბუნებას, სპორტს და გუნდურ მუშაობას.

რა ხდება ბანაკში?
-
🎿 თხილამურებით სრიალი და თოვლში გადაადგილების ტექნიკები
-
🛟 საზვავე უსაფრთხოება
-
🏕 თოვლის თავშესაფრის მოწყობა
-
🧭 რუკითა და კომპასით ორიენტაცია / ნავიგაცია
-
🧗 თოკთან მუშაობა
-
🚶 ზამთრის ლაშქრობა
-
🎲 სიმულაციური თამაშები (დაზარალებულის გადაყვანა, რისკების მართვა და სხვა)
ჩვენი გუნდი
-
ბანაკს უძღვებიან პროფესიონალი გიდები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
-
მათ შორის არიან IFMGA-ის (გიდების საერთაშორისო ფედერაცია) სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რაც წარმოადგენს უმაღლეს სტანდარტს ამ სფეროში.
მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გარანტიას იძლევა, რომ ბანაკი ჩატარდება უსაფრთხოდ და ბავშვებისთვის გახდება საუკეთესო მოგონებად.

ზამთრის ბანაკი 2025
-
📅 თარიღები:
-
ნაკადი I - 27 თებერვალი - 5 მარტი
-
ნაკადი II - 5 - 11 მარტი
-
🏔 ხანგრძლივობა: ერთი კვირა (6 ღამე / 7 დღე)
-
👥 მონაწილეთა რაოდენობა: მინ. 12 – მაქს. 17 ბავშვი
-
📍 მდებარეობა: სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სივრცე, გუდაური
-
💰 ფასი: 1500 ₾

რა უნდა წამოიღონ ბავშვებმა?
-
🎒 პირადი ნივთები და ტანსაცმელი (თოვლის ფეხსაცმელი, კომბინიზონი, სათხილამურო სათვალე, თერმო ტანსაცმელი, თეთრეული)
-
🩹 პირადი მედიკამენტები (თუ რაიმეს რეგულარულად იღებენ – მშობლის მითითებით)
-
🌞 მზისგან დამცავი კრემი




