რა არის მთა-მთა?
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
მთა-მთა მარათონის აქტივობები და ვიდეო დოკუმენტაცია
რა საკონკურსო დისციპლინებს
მოიცავს მარათონი?
მთა-მთა გამყოლთა მარათონი განსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულის კომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა, მასში თავმოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსა თუ წყალზე და მოიცავს გამყოლის საკვანძო პროფესიული კომპეტენციების დემონსტრირებას.
საგამყოლო უნარების დემონსტრირება
გამყოლობა
საცხენოსნო ტურზე
გამყოლობა
ველო ტურზე
გამყოლობა
ჯომარდობის ტურზე
გამყოლობა 4X4
საექსპედიციო ტურზე
საკვანძო კომპეტენციები
კალენდარი
დღე 1
ქედელი
კონვოი: თბილისი - ქედელი -> Lost Ridge Ranch
ღონისძიებები:
-
მარათონის გახსნა
-
მედია ღონისძიებები
-
კონკურსი #1: გამყოლობა საცხენოსნო ტურზე
-
ღამისთევის და კვების ორგანიზება
-
მოდევენო დღის ტურის დაგეგმვა
-
MTA-MTA Chronicles
რატომ შეიქმნა
გამყოლთა მარათონი?
ჩვენი პროექტი ემსახურება გიდების უნიკალური პროფესიის აღიარებას, დაფასებასა და პოპულარიზაციას, რადგან კარიერას სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლია გააძლიეროს ახალგაზრდები - საინტერესო, სიახლეებით სავსე, ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, გამყოლებს აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო საქართველოში.
ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლის კარიერა უნიკალური გამოცდილებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ შესაძლებლობას პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის, და ამასთან ერთად, მოაქვს უამრავი სიკეთე როგორც ინდივიდების, ისე მათი ოჯახების, თემის და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
#გახდიგულშემატკივარი
ახალგაზრდების მოზიდვას და ჩართვას საინტერესო, მაღალშემოსავლიან პროფესიაში, მათი ღირსეული და წარმატებული მომავლისათვის
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არსებული სტერეოტიპების შემცირებას და ქალთა ჩართულობის წახალისებას
საქართველოს უნიკალური ბუნებრივი და ადამიანური რესურსების წარმოჩენას, ქვეყნის უსაფრთხო და ხარისხიან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე
გამყოლების, მაშველების, სათხილამურო მასწავლებლების და სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაციას
პროფესიული განათლების, უნარების და სერტიფიცირების
პოპულარიზაციას
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები თემების სოციო - კულტურულ ინტეგრაციას და მედეგობის გაძლიერებას;