top of page

სტუმარზე ზრუნვის პრინციპები

  • 19Steps

კურსის შესახებ

შოთა რუსთაველის ეს უკვდავი აფორიზმი მრავალმხრივად შეიძლება იყოს აღქმული და გაგებული, თუმცა, ალბათ ერთმიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი რაღაცის გაცემის - იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი, ეს გაცემული და გასხვისებული სიკეთე თავად გაზრდის, გაამდიდრებს და გააკეთილშობილებს. სათავგადსავლო გამყოლის ხელთ უდიდესი სიმდიდრეა. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მისი დახმარებით შეუძლია ადამიანს მიიღოს ის განუმეორებელი ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე, ბუნებრივი საოცრებებით აღტაცება, განსაცდელის დაძლევით მინიჭებული სიხარული, რასაც სათავგადსავლო გარემო იძლევა - იქნება ეს მწვერვალი, მღვიმე, კანიონი, ცხენით ჯირითი თუ თხილამურით სრიალი. გამყოლობის ხიბლი სწორად ამაშია - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავცეთ და ადამიანებს მივანიჭოთ უდიდესი სიამოვნება - მათზე ზრუნვით, გამორჩეული გამოცდილების გაზიარებით, უნიკალური უნარების სწავლებით. სამოყვარულო სათავგადასავლო აქტივობის დროს, სამართლებრივად, პროფესიულად და მორალურად, ჯგუფის თითოეული წევრი თავად არის პასუხისმგებელია საკუთარ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. როგორც წესი, ჯგუფის წერები ერთიანდებიან დასახული მიზნის მისაღწევად, იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას, თანხმდებიან და ინაწილებენ როლებს ფიზიკური კონდიციის, ტექნიკური უნარების და გამოცდილების შესაბამისად. როდესაც ჯგუფის ერთ–ერთი წევრი მეტად გამოცდილია სხვებზე, ჯგუფის სხვა წევრების თანხმობით მან შეიძლება აიღოს ლიდერობა საკუთარ თავზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამოყვარულო სათვგადასავლო ჯგუფის წევრების ინდივიდუალურ და ჯგუფის კოლექტიური პასუხისმგებლობად რჩება უსაფრთხოების, კომფორტის და მიზნის მიღწევის უზრუნველყოფა. წინამდებარე კურსის მიზანია მსმენელს ასწავლოს სათვგადასავლო ტურზე სტუმარზე ზრუნვის საკვანძო პრინციპები და კონფლიქტური სიტუაციების მართვის მეთოდები. კურსის განმავლობაში, ყოველი თავის (თემატიკის) შემდეგ თქვენ გექნებათ თვითშეფასების შესაძლებლობა მოკლე კითხვარების შევსებით. კითხვარების შევსება სავალდებულოა კურსის ბოლოს დადებითი შეფასების მისაღებად.

You can also join this program via the mobile app. Go to the app

სარჩევი

bottom of page