top of page

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები

ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა (შემდგომში - კოლეჯი) მუდმივად ზრუნავს სასწავლო

პროცესის ხარისხის ამაღლებაზე. ამისათვის იგი ქმნის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების

შეფასების სისტემას, შეიმუშავებს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს

და სისტემატიურად აფასებს სასწავლო პროცესის ხარისხს. ამ მიზნით, კოლეჯის სტრუქტურულ

ერთეულს/პირს წარმოადგენს ხარისხის მართვის მენეჯერი, რომლის ფუნქციაა კოორდინირებული

ქმედებების ერთობლიობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ხარისხის შეფასება.

ხარისხის მართვის პროცესში ცენტრალურ ადგილს იკავებს სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

შეფასების სისტემის შექმნასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი პროფესიული

განათლების მასწავლებლები/პრაქტიკის ინსტრუქტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ასევე,

კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან (საქართველოს განათლების,

მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული

ცენტრი) ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების

ჩამოყალიბების მიზნით.

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page