top of page

გზა,
რომელიც აძლიერებს საქართველოს

პარტნიორობა რეგიონების, ახალგაზრდების და მომავლისთვის

t913898_a_group_of_mountaineers_going_on_a_lonely_mountain_to_cacc70a4-1595-415a-bf2d-84a6
gamowveva.png

ეროვნული გამოწვევა

350,000 ახალგაზრდა, რომელიც სისტემიდან გამოდის​

  • საქართველოში 15–29 წლის ახალგაზრდების 31% — NEET სტატუსშია.
    ეს ნიშნავს:
    • ახალგაზრდა ადამიანების უზარმაზარი ნაწილი ვერ სწავლობს
    ვერ მუშაობს
    ვერ იძენს პროფესიულ უნარებს

  • შედეგი:
    რეგიონების დაცლა
    სოციალური დაძაბულობა
    • ადამიანური კაპიტალის მასიური დაკარგვა

  • ეს არის ის კრიტიკული პრობლემა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია  პასუხობს.

archive gmga.png

ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია - GMGA

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია სერტიფიცირებული სათავგადასავლო გამყოლთა პროფესიული გაერთიანებაა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა - ATS

2016 წელს სამთო გამყოლთა ასოციაციამ (GMGA), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MES) და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან (MRDC) პარტნიორობით, დააარსა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა (ATS).

-  სამთო გამყოლი - ალპური გამყოლი - სათხილამურო გამყოლი - კლდეზე ცოცვის გამყოლი - თხილამურზე სრიალის მასწავლებელი - საფეხმავლო გამყოლი - კანიონინგის გამყოლი -  ჯომარდობის ტურის გამყოლი - ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი - ველო ტურის გამყოლი - სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის სპეციალისტი.

ტრანსფორმაციის გზა,
რომელიც ცვლის მთიან რეგიონებს

ჩვენი მოდელი გრძელვადიან, გაზომვად ცვლილებას ქმნის:​

  • • მოწყვლადი ახალგაზრდა ხდება პროფესიონალი და იღებს მაღალ შემოსავალს
    • მისი ოჯახი იღებს სტაბილურ ეკონომიკურ მხარდაჭერას
    • სოფელი/რეგიონი ინარჩუნებს ახალგაზრდას და ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს
    • იქმნება უსაფრთხოების, პასუხისმგებლობის და გარემოს დაცვითი კულტურა

 

ჩვენი graduates არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს — ერთი ოჯახით, ერთი თემით, ერთი მწვერვალით ერთჯერადად.

imgi_22_closing-background-BBsCWx9k.jpg

გზა სტაბილურ პლატფორმამდე
 

30-წლიანი გამოცდილება, რომელიც სტარტაპის ენერგიიდან გარდაიქმნა სტაბილურ, განვითარებულ პლატფორმად — საერთაშორისო ცოდნით, პარტნიორობებით და ინტეგრირებული ეკოსისტემით.

1. სტარტაპიდან → სტაბილურ პლატფორმამდე

ახალგაზრდული ენთუზიაზმით დაწყებული სისტემა დღეს უკვე ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი, მასშტაბირებადი სათავგადასავლო ტურიზმის პლატფორმა.
 

2. სახელმწიფო–კერძო პარტნიორობების შედეგი

წლების განმავლობაში შექმნილია პარტნიორობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან, რამაც უზრუნველყო სტაბილური პოზიცია და პროექტების მდგრადი ზრდა.
 

3. საერთაშორისო ცოდნისა და სტანდარტების დანერგვა

შემოტანილია მოწინავე გამოცდილება, ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტები (IFMGA), რამაც მთლიანი სფეროს დონე აწია და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
 

4. ინტეგრირებული ეკოსისტემის შექმნა

ერთიან სივრცეში გაერთიანდა პროფესიული კლასტერები (GMGA, ATS), რომლებმაც ჩამოაყალიბეს გამყოლების მომზადებისა და სერტიფიცირების მდგრადი, გრძელვადიანი სისტემა.

Ski Lift

რას ვამტკიცებთ შედეგებით

  • რა გვაქვს დღეს

ჩვენი მოდელი გრძელვადიან, გაზომვად ცვლილებას ქმნის:

✔ 500+ გადამზადებული პროფესიონალი
✔ საერთაშორისო სერტიფიკაციები და უმაღლესი სტანდარტები
✔ მუდმივი თანამშრომლობა სახელმწიფოსთან და დონორებთან
✔ კურსდამთავრებულთა უმაღლესი დასაქმების მაჩვენებლები რეგიონებში

✔ 2+ მილიონი ლარის გრანტები საერთაშორისო დონორებისგან

 

ზედმეტი სიტყვების გარეშე:

მოდელი უკვე მუშაობს. ახლა საჭიროა მისი გაფართოება.

სტრატეგიული ხედვა:
10-ჯერ გაზრდა 10 წელიწადში

ჩვენი მთავარი მიზანია გავლენის გამსხვილება, რათა 10 წელიწადში მივაღწიოთ 10-ჯერ ზრდას და საქართველო საერთაშორისო დონეზე სათავგადასავლო გამყოლების რესურსით კონკურენტუნარიანი გავხადოთ.

t913898_a_mountain_guide_managing_risks_on_a_map_white_backgrou_3991aef3-2b3b-4605-8359-25

მთავარი გამოწვევები სტრატეგიული ზრდის გზაზე

აუცილებელია 4 ძირითადი დამაბრკოლებელი
ფაქტორის ეფექტური დაძლევა.

1. კონსერვატიზმი და ცნობიერების (Awareness) ნაკლებობა

აღწერა: სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში გავრცელებული კონსერვატიული მიდგომები და საზოგადოებაში ამ პროფესიის მნიშვნელობის, სტანდარტებისა და შესაძლებლობების შესახებ დაბალი ცნობიერება.

გავლენა: ხელს უშლის ახალი კადრების მოზიდვას და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას.

 

2. პროფესიულ განათლებაზე წვდომა ადრეული ასაკიდან

აღწერა: შეზღუდული წვდომა პროფესიულ განათლებაზე ადრეული ასაკის ჯგუფებისთვის.

ბარიერები: მიზნობრივი პროგრამების, შესაბამისი ლოკაციებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის დეფიციტი.

 

3. დარგის სიძვირე (აღჭურვილობა, ლოგისტიკა)

აღწერა: მაღალი ხარისხის სასწავლო და სამუშაო აღჭურვილობის სიძვირე, ასევე ლოგისტიკური ხარჯები.

გავლენა: ზრდის პროფესიაში შესვლის ღირებულებას და აფერხებს პოტენციური კადრების მოზიდვას.

 

4. მოწყვლადი აუდიტორიის შეზღუდული ფინანსური წვდომა

აღწერა: მოწყვლადი ან სოციალურად დაუცველი აუდიტორიისთვის ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდული წვდომა დარგის სიძვირის გამო.

გავლენა: ამცირებს კადრების მრავალფეროვნებას და ზღუდავს ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართულობას, რომლებსაც ფინანსური ბარიერების გარეშე შეეძლოთ ამ სფეროს გაძლიერება.

t913898_a_mountain_guide_managing_risks_on_a_map_white_backgr_54a4d929-3016-4683-b183-6a4b

ჩვენი სტრატეგიული მიზანი

  • მასშტაბირება მთელ ქვეყანაში — ათასობით ახალგაზრდამდე

ჩვენი მიზანია:


• ეროვნული ქსელის შექმნა მთიან რეგიონებში
• ათასობით ახალგაზრდა NEET-ის ინტეგრირება პროფესიაში და ეკონომიკაში
• საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის ათვისება;
• ეკონომიკური ზრდა ადგილობრივ დონეზე — სამუშაო ადგილების შექმნა რეგიონებში ადამიანების სახლთან ახლოს. 

 

ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც შეუძლია რეალური ეროვნული ცვლილების შექმნა.

study.png

რას მიიღებს ბანკი

1. განათლება — სტრატეგიული ეროვნული მიმართულება

თქვენ ხდებით ყველაზე მაღალი სოციალური მნიშვნელობის პროფესიული განათლების მთავარი მხარდამჭერი.
შედეგი: უნიკალური, უკონკურენტო პოზიცია ბაზარზე.

ნიშური თუმცა მაღალი პოტენციალის მქონე პროფესიული განათლების მხარდამჭერი. 

2. დასაქმება — გაზომვადი სოციალური იმპაქტი

თქვენი მხარდაჭერა პირდაპირ აქცევს NEET ახალგაზრდებს დასაქმებულ პროფესიონალებად.
შედეგი: რეგიონების ეკონომიკურად გაძლიერება და ეკონომიკური სტაბილურობა.

3. ბიზნესი — მომავალი კლიენტების გენერაცია

ჩვენი კურსდამთავრებულები ხსნიან საოჯახო სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, გიდების გუნდებს.


ედეგი: ბიზნეს კლიენტების ახალი ნაკადი

4. ბრენდი — ავთენტური „ჟინის“ ისტორიები

ჩვენი პროფესიონალების რეალური, გმირული ისტორიები ქმნის უმაღლესი ხარისხის ემოციურ კონტენტს თქვენი კამპანიებისთვის.


შედეგი: ძლიერი ადგილობრივი არ გაჩერდე ასოციაციები — მთები, თავგადასავალი, ახალგაზრდობა, შესაძლებლობები.

მთ-მთა პოსტერი მთაზე კაცი.png

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის.

2026 წლის მაისში, სერტიფიცირებული გამყოლებისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში.

თითოეულ გუნდში იგეგმება 4 მონაწილე (2 ქალი, 2 კაცი) ჩართვა. ექსპედიციის განმავლობაში მათ მოუწევთ:

  • გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში.

  • მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება.

  • წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

Anchor 1

საცხენოსნო
ტური

რა საკონკურო დისციპლინებს მოიცავს მთა-მთა?

მთა-მთა გამყოლთა მარათონი განსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულის კომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა, მასში თავმოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსა თუ წყალზე და მოიცავს გამყოლის საკვანძო პროფესიული კომპეტენციების დემონსტრირებას.

4x4
ტური

ველო
ტური

ჯომარდობის
ტური

სკი
ტური

სამაშველო ოპერაცია კლდეზე

თავშესაფარი თოვლის გამოქვაბულში

სამაშველო
ოპერაცია

ნავიგაზია

მთავარი

პროგრამები

მომავალ გამყოლთა სკოლა

გამოიწერეთ

დაგვიკავშირდი

FFRW+G5C, გუდაური

+995 593 45 41 69

contact@GuideSchool.org

© 2024 by Adventure Tourism School

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

parner logo
parner logo
partner logo
partner logo
bottom of page